მთავარისაზოგადოება

სომხეთის სსს  განმარტავს  სომხეთის მოქალაქეების საქართველოში და აგს  მიმოსვლასთან  დაკავშირებულ ცვლილებებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა განმარტებები სომხეთის მოქალაქეების საქართველოში პირადობის მოწმობით  და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზის გარეშე შესვლის შესახებ.

ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით,  სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. 2023 წლის  12 იანვარს  ხელმოწერილი იქნა  ხელშეკრულება „ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის“,  რომლის ძალაში შესვლის შემდეგ სომხეთის მოქალაქეები საქართველოს ეწვევიან  პირადობის მოწმობებით და პირიქით.

შეთანხმება ძალაში შევა ორივე სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ, რასაც ოფიციალურად გამოაცხადებს სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

26 იანვარს გამართულ სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე “.

პროტოკოლის ძალაში შესვლის შემდეგ, სომხეთის მოქალაქეებს შეეძლებათ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შესვლა  ვიზის გარეშე.

დაგეგმილი ცვლილებები ძალაში შევა ორივე სახელმწიფოს მიერ ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ, რასაც ოფიციალურად გამოაცხადებს სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button