კულტურა

„ავრორას გარიჟრაჟი“  MiradasDoc-ის ფესტივალის  ჟიურის მთავარი პრიზიორი გახდა

ესპანეთის ყველაზე პრესტიჟულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, MiradasDoc-ზე, დოკუმენტურ-ანიმაციურმა ფილმმა „ავრორას გარიჟრაჟი“ მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო საერთაშორისო ფილმი“, იუწყება სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

არჩევანის გამოცხადებისას, ჟიურიმ   „ავრორას გარიჟრაჟი“  აღწერა, როგორც “დამაჯერებელი ამბავი, რომელიც მოთხრობილია არქივებში, ანიმაციებში და მხატვრულ ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი გენოციდის შესახებ, რომელიც აშუქებს და აწვდის ინფორმაციას დღევანდელ პოლიტიკურ დაძაბულობასა და გამოწვევებზე”.

ფილმი ერთობლივი სომხურ-გერმანულ-ლიტვური პროდუქციაა (მწარმოებელი კომპანიები: “Bars Media”, “Gebrueder Beetz Filmproduktion”, “Artbox Laisvalaikio Klubas”). რეჟისორი და სცენარისტი ინა საჰაკიანი, პროდიუსერები: ვარდან ჰოვჰანნისიანი, კრისტიან ბიცი, იუსტე მიხაილინაიტი.

ფილმი შეიქმნა ზორიანის ინსტიტუტის სამეცნიერო მხარდაჭერით და სომხების გენოციდის ზეპირი ისტორიის არქივის საფუძველზე. (ფილმმა მიიღო სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა).

ნახეთ მეტი
Back to top button