საზოგადოება

ედუარდ ერნეკიანს ქალაქ ფლორენციის გასაღებები გადაეცა

ფლორენციის საკრებულომ ქალაქის გასაღებები გადასცა Corporation America Airports-ის დამფუძნებელს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ გმირს, ედუარდ ერნეკიანს „სოლიდარობის, მშვიდობისა და სამოქალაქო გამბედაობის ღირებულებების ხელშეწყობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის”. https://factor.am/608116.html? „ერნეკიანი არის ცოცხალი მოწმობა იტალიისა და არგენტინის და, კერძოდ, ფლორენციის ურთიერთობისა. მან ბევრი ინვესტიცია ჩადო ჩვენს ქალაქში, ისევე როგორც მთელ იტალიაში აეროპორტების საშუალებით და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არგენტინელი ბიზნესმენი ევროპაში“, – განაცხადა ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ.

მადლობა გადაუხადა რა ედუარდ ერნეკიანმა, განაცხადა: „ქალაქის გასაღებების მიღება ჩემთვის დიდი მოვლენაა, რადგან საქმიანი ადამიანები აღებენ კარებს, აერთიანებენ ბაზრებს, აკავშირებენ ხალხს, ქალაქებს, ერებს წარმოების გზით, აფასებენ მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც არის გამომგონებლობა, ორგანიზებულობა, ოპტიმიზმი და გამბედაობა“.

მერმა ნარდელამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერნეკიანისთვის ქალაქის გასაღებების მინიჭების პირველი მიზეზი იყო მისი ვალდებულება გენოციდის ხსოვნის შენარჩუნებაში. მისი არგენტინული და სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ მან შექმნა რაულ ვალენბერგის ფონდი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა იტალიაში სრ ელჩი წოვინარ ჰამბარძუმიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ედუარდ ერნეკიანის მიღწევების პორტფელი ვრცელია. „ნებისმიერი ინვესტიცია და პროგრამა, რომელშიც ერნეკიანი იყო შეყვანილი, მისდევდა მთავარ მიზანს – სომხეთსა და მსოფლიოს შორის ხიდების აშენებას და გაძლიერებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button