საზოგადოება

თურქეთის  მიწისძვრა გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე სპიტაკის მიწისძვრა –  რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე 1988 წელს სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარი მიწისძვრა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწისძვრის პროგნოზირების თეორიისა და მათემატიკური გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა პიოტრ შებალინმა განუცხადა.

6 მაგნიტუდის მიწისძვრები თურქეთში რამდენიმე დღის განმავლობაში განმეორდება, განუცხადა შებალინმა სააგენტოს. თურქეთის სამხრეთ რეგიონებში გვიან ღამით მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა, ნათქვამია NetBlocks-ის სერვისის მონაცემებში.

„დადასტურდა, რომ 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ელექტროენერგიის და ინტერნეტის გათიშვა გამოიწვია. კომუნიკაციის საშუალებების ნაკლებობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოსახლეობის დახმარების ძიების უნარზე“, – ნათქვამია სამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 2000-ზე მეტი  ადამიანი დაიღუპა და 5385 დაშავდა.

ნახეთ მეტი
Back to top button