აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ევროპის ბანკიდან მილიონობით დოლარი გაფლანგეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სტრუქტურაში აზერბაიჯანის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
EBRD-ის ორმა აზერბაიჯანელმა მსესხებელმა, ზამინ ალიევმა და ქიანან რასულოვმა, რომლებიც შესაბამისად ხელმძღვანელობენ კომპანიებს “GemZA Group” და “H&M AGRO”, მრავალი დოკუმენტის გაყალბების ფაქტები გადასცეს EBRD-ის შტაბ-ბინის საგამოძიებო განყოფილებას ლონდონში.
აღმოჩნდა, რომ ორივე მსესხებელს მიზნობრივად არ გამოუყენებია EBRD-დან მიღებული სასესხო სახსრები. ამგვარად, „GemZA Group“-ის მფლობელმა ზამინ ალიევმა მიღებული სასესხო სახსრებიდან 14 მილიონი ევრო გაანაღდა, ხოლო „H&M AGRO“-ს მფლობელმა კიანან რასულოვმა – 2,4 მილიონი დოლარი. უფრო მეტიც, ორმა აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა წარმატებით აიცილა ყველა საგადასახადო ვალდებულება.