მთავარიპოლიტიკა

მთელი მსოფლიო  შესცქერის მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარულ კატასტროფას  –  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

ამ წუთში, როდესაც  ჩვენ  ვსაუბრობთ,  მთიანი ყარაბაღის 120 000 სომეხი ცხოვრობს ტოტალური ბლოკადის ქვეშ, მოწყვეტილი დანარჩენი მსოფლიოსგან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„და ეს უკვე ორი თვეა გრძელდება. წარმოგიდგენიათ, ადამიანებს ორი თვით ჩამოერთვათ თავისუფალი გადაადგილების ძირითადი  უფლება?

მთელი მსოფლიოს თვალში მთიანი ყარაბაღი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ცივ ზამთარში გაზი და ელექტროენერგია თითქმის ყოველდღიურად ითიშება, ბლოკადის სხვადასხვა მხარეს მყოფი ოჯახები, განათლების უფლებას მოკლებული ბავშვები, ადამიანური სიცოცხლე საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, რასაც ამჯამად მთიან ყარაბაღში მოკლებულნი არიან.

ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ აზერბაიჯანი მანიპულირებს გლობალური გარემოსდაცვითი დღის წესრიგით და უხეშად არღვევს 2020 წ. გაფორმებულ დეკლარაციას. „მან ჩაკეტა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც მთიან  ყარაბაღს  გარე სამყაროსთან აკავშირებს“, – განაცხადა სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არარატ მირზოიანმა შენიშნა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა, ისევე როგორც მას წინ უძღოდა სხვა აგრესიული ქმედებები, როგორიცაა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და აუტანელი პირობების შექმნა მთიან ყარაბაღში ცხოვრებისათვის. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ:  აიძულონ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დატოვონ თავიანთი სახლები და ფაქტობრივად, ჩამოართვან მათ სამშობლოში ცხოვრების უფლება.

„ამას შეიძლება ეწოდოს მხოლოდ  ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, სხვა სახელის დარქმევა შეუძლებელია.  ეს არის აზერბაიჯანის პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებზე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხის გადასაჭრელად.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების და 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის დარღვევით, აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას და მრავალი იძულებით გაუჩინარებულის ბედი უცნობია.  „მთიანი ყარაბაღის სომხური ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურება გრძელდება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა მან.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა და გამოწვევისა, მშვიდობის დღის წესრიგის წინსვლა არის სომხეთის რესპუბლიკის პრინციპი და სტრატეგია.

„ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს ვუსვამთ გერმანიის მკაფიო პოზიციას, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებების ხელის შემწობის, გარდა ამისა, როგორც მინსკის ჯგუფის მხარდამჭერი ქვეყნის  შეხედულებები მეტად მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევაში. “- დაასკვნა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button