მთავარიპოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოეღოს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას და აზერბაიჯანმა და რუსეთმა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები  –   გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა ლაჩინის დერეფნის დახურვაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და აზერბაიჯანმა და რუსეთმა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, გავგზავნეთ საერთაშორისო დამკვირვებლები“.

მან დასძინა, რომ ყველაზე პატარა ნაპერწკალიც კი შეიძლება ცეცხლში გადაიზარდოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მისიაში გერმანიაც მიიღებს მონაწილეობას. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი როლი გამოიხატება  იქ  ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიის განლაგებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მომგებიანი უნდა იყოს აზერბაიჯანისთვისაც. მშვიდობა და სტაბილურობა კი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიქმნება“.

ნახეთ მეტი
Back to top button