მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სომხეთმა აზერბაიჯანიდან კიდევ ერთი წინადადება მიიღო  –  საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გერმანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანიდან სამშვიდობო ხელშეკრულების მორიგი წინადადება და მუშაობს ტექსტზე. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის უწყვეტი სამუშაო.

„მოსკოვში აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შევხვედროდით, მაგრამ სომხურმა მხარემ გადადო მონაწილეობა ლაჩინის დერეფნის ბლოკირების გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდეთ ჩვენი წინადადებები და ახლახან მივიღეთ ახალი წინადადებები. ბაქოსთან  სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.  ჩვენ ვაგრძელებთ ტექსტზე მუშაობას“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა და დასძინა, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხში არ მოქცეულა. 

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესს აზერბაიჯანის რიტორიკა და აგრესიული ქმედებები აფერხებს. მან შეახსენა, რომ სომხეთის  სუვერენული ტერიტორიის ოკუპირება გრძელდება, ყარაბაღი კი გარშემორტყმულია.  „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივყვებით სამშვიდობო დღის წესრიგს  და გავაგრძელებთ ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button