საზოგადოება

ბადრი ესებუა შესაძლოა, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისში გადაიყვანონ

,,ამბები.გე” წერს, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­საძ­ლოა, ქუ­თა­ი­სის #2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან თბი­ლი­სის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და, ამის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ ექ­ნე­ბა, რაც ქუ­თა­ის­ში ჩავა.

“რო­გორც გა­ვარ­კვიე, ბად­რი ესე­ბუა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­იყ­ვა­ნონ თბი­ლის­ში. დღეს უნდა გა­და­ვა­მოწ­მო, ამი­ტომ მივ­დი­ვარ ქუ­თა­ის­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 15:00 სა­ა­თის­თვის და ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ”, – გა­ნა­ცხა­და იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა გუ­შინ, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ომი­ა­ნე ჯი­ქი­ას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. ზუგ­დიდ­ში, “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნახეთ მეტი
Back to top button