პოლიტიკა
თეირანს შეუძლია სილა გააწნას ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მისთვის პრობლემების შექმნას. ირანის ელჩი სომხეთში

აბას ბადახშან ზოჰურიმ კომენტარი გააკეთა ბაქოს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე სავარაუდო მოსალოდნელი სომხურ-ირანული თავდასხმის შესახებ:
- ირანის ხელმძღვანელობა ბრძენია და არ ემორჩილება ყველანაირ პროვოკაციას.
- “თეირანს შეუძლია მცირეოდენი სილა გააწნას იმ პატარა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მას პრობლემები შეუქმნან. მაგრამ ირანის ხელისუფლებას ურჩევნია არ იმოქმედოს ემოციების გავლენით. ისინი საკმაოდ ბრძენი და თავშეკავებულნი არიან თავიანთ ქმედებებში.”
- ირანულ მხარეს არ სურდა და არ სურს რეგიონში დაძაბულობის შექმნა. ქვეყნის პოლიტიკაა რეგიონში: ხელი შეუწყოს სტაბილურობას და არ დააზარალოს. ირანი ყურადღებით აკვირდება ყველა სასაზღვრო რეალობას.