მთავარიპოლიტიკა

სომხეთისთვის გზის „ფასის“ გაზრდას ცდილობენ

როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა,  სომხეთი მზადაა განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება და სამუშაოები ხვალვე დაიწყოს. შეფერხებები არ შედის სომხეთის ინტერესებში და სომხეთი დაინტერესებულია კომუნიკაციების გახსნით.

ხოლო იცინი ცდილობენ  გაზარდონ სომხეთისთვის რეგიონული კომუნიკაციების გახსნის „ფასი“, რაც გამოიხატება იმ ახალი პირობების წამოყენებაში, რაც შეტანილი არ ყოფილა  9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაში.

„ჩვენ 30 წელია ბლოკადაში ვიმყოფებით,  სხვას ისე არ სჭირდება ეგ გზები,  როგორც სომხეთს,  არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს, მათ აქვთ სხვა ალტერნატიული გზებიც.  ამ მიზეზით ყველას ესმის, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ეს გზები, ამიტომაც ცდილობენ გზების გახსნის ფასი „გაგვიძვირონ“.  ჩვენ  დაჟინებით მოვითხოვთ იმას,  რაც ჩავწერეთ 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში და რაც არ არის ჩაწერილი, მოდით და ნუ მივაწერთ მას სამხრივ განცხადებას. ამას წინათ თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტში სიტყვა „დერეფანი“ არ არისო, ამით ყველაფერი ნათქვამია“.

კიდევ ერთი თემაა სომხეთის საზღვრებზე ევროკავშირის სამოქალაქო დამკვირვებელთა მისიის განლაგება. პრემიერის თქმით,  ამ გადაწყვეტილების მიღებაზე სომხეთში გავლენა მოახდინა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა. საერთაშორისო პლატფორმებზე მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი კონკრეტულ საკითხებზე მანიპულირებს.

„აზერბაიჯანმა თავისი აგრესიული ქმედებები სომხეთის წინააღმდეგ დასავლურ პლატფორმებზე იმით ახსნა, რომ სომხეთს სულ უფრო მეტი რუსული  ჯარი შემოჰყავს და განათავსებს  მათ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ამზადებს სომხეთ-რუსეთის ერთობლივ აგრესიულ შეტევას აზერბაიჯანის წინააღმდეგო.  დასავლეთში  აზერბაიჯანი ცდილობს  სომხეთი წარმოაჩინოს  რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მონაწილედ, რუსეთში კი –  დასავლური „შეთქმულების“ მონაწილედ. ჩვენ კი მოვითხოვთ ამის შემოწმებას ადგილზევე და ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს რეალობას“.

აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ახსნა თუ რატომ მიაკუთვნეს უპირატესობა ევროკავშირს და არა ОДКБ -ს. ამ შემთხვევასაც  აქვს ახსნა, თუ რატომ აირჩიეს ევროკავშირი და არა ОДКБ. სხვათა შორის, სტრუქტურა კვლავ დაჟინებით ამბობს, რომ სომხეთში მისიის გაგზავნის საკითხი კვლავ დღის წესრიგშიაო.

„ჩვენ ვთხოვეთ ОДКБ -ს ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რამ: შეცვალოს ОДКБ -ს პასუხისმგებლობის არეალი სომხეთში,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უნდა გვითხრან თავიანთი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა საზღვრებში ჯდება სომხეთის რესპუბლიკა. ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მეორე მხრივ, პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად ევროკავშირმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობითა და შეთანხმებით, თუ რა საზღვრებშია სომხეთი.  ამ ტერიტორიის წარმოდგენის  გარეშე, სადამკვირვებლო მისია რბილად რომ ვთქვათ ვერ იმუშავებს.  თუ რომელიმე მისიამ არ იცის თუ სად არის და რა საზღვრებში ჯდება  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია, როგორ დაადგენს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ოკუპირებულია თუ არა? ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“.

ნახეთ მეტი
Back to top button