საზოგადოება

2022 წელს რუსები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ – რუსული მედია

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ 2022 წელს, რუსები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები იყვნენ. ამის შესახებ სტატიას რუსული მედია აქვეყნებს, რომელიც BD-GROUP-ის მონაცემებს ეყრდნობა.

მონაცემების მიხედვით, რუსების წილმა უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში 86,32% შეადგინა. ექსპერტები რუსულ მედიასთან ამბობენ, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე გლობალური მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით, 253,5%-ით გაიზარდა.

“რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში. ამავდროულად, ახალ შენობებზე ძირითადი მოთხოვნა სამშენებლო მზადყოფნის მაღალ ეტაპებზეა. მთავარი განსხვავება უცხოელებსა და რუსებს შორის არის ის, რომ ისინი ერთდროულად ყიდულობენ რამდენიმე ობიექტს და ისინი უფრო მაღალი დონის არიან”, – ეუბნება რუსულ მედიას BD-GROUP-ის დამფუძნებელი, დარია ბოროდინა, რომელსაც სააგენტო ბათუმში აქვს.

ექსპერტებმა ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის, რუსების გარდა, ბელარუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები დაასახელეს.

ნახეთ მეტი
Back to top button