საზოგადოება

2022 წელს სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად 25 ათასმა სომეხმა მიმართა

რეპატრიაციის მაჩვენებელი ბოლო წლებში შესამჩნევად იზრდება. 2022 წელს სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად 25 ათასმა სომეხმა მოითხოვა. „არმენპრესის“ პრეს-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე დიასპორის საკითხებში სომხეთის მთავარი კომისრის სტრატეგიის განვითარების განყოფილების უფროსმა ჰოვანეს ალექსანიანმა აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია 1991 წლიდან. 2018-2021 წლებში სომხეთის მოქალაქეობა დაახლოებით 40 ათასმა სომეხმა მიიღო.

„რა თქმა უნდა, მოქალაქეობის მიღება ჯერ არ არის რეპატრიაცია, მაგრამ პროცესი ამით იწყება. ეს არის პირველი და დიდი ნაბიჯი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათი უმეტესობა სომხეთში ბრუნდება. რეპატრიაციას სახელმწიფოს განვითარების საქმეში  ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ჰოვანეს ალექსანიანმა

მათგან უმეტესობა, ვინც მოითხოვა სომხეთის მოქალაქეობა და დაბრუნდა, არის რუსეთიდან, სირიიდან, ლიბანიდან და ა.შ. მისი თქმით, რეპატრიანტებს თან მოაქვთ ახალი კულტურა: საგანმანათლებლო, სამუშაო. ბევრი ბიზნესს აფუძნებს,  მოჰყავთ თავისი პარტნიორები. მოდიან მომსახურების სფეროს, სასტუმრო ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმომადგენლები, მშენებლები, ექიმები, იურისტები.

„ჩვენც გვინდა, რომ არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. ხშირად აღინიშნება, რომ ეს ხდება  საომარი მოქმედებების გამო. უნდა ითქვას, რომ რეპატრიაციის საუკეთესო გამოცდილების მქონე ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ კრიზისული სიტუაციები, რაც მათ საშუალებას აძლევს აქტიურად შეუწყონ ხელი რეპატრიაციას“, – განაცხადა ჰოვანეს ალექსანიანმა.

რეპატრიანტთა პრობლემებზე საუბრისას იოჰანეს ალექსანიანმა აღნიშნა, რომ მასშტაბები ფართოა: ბავშვების განთავსება სკოლებში, საბავშვო ბაღებში, საცხოვრებლებში, პირადი ბარგის გადატანა და ა.შ. ამ საკითხებში დიასპორის საკითხებში კომისრის აპარატი თანამშრომლობს ყველა სამთავრობო უწყებასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button