პოლიტიკა
კუხო-მ სომხეთს თანადგომა დაჰპირდა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრი ქვეყნები, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნებიან სომხეთის „ზურგის გასამაგრებლად“, ამის შესახებ კუხო-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უპასუხა რა კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ორგანიაციის მუშაობაზე სომხეთის გადაწყვეტილება, არ ჩაატაროს კუხო-ს სამხედრო წვრთნები მის ტერიტორიაზე.
„თუ სიტუაცია მოულოდნელად კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძალებისა და საშუალებების ჩართვას მოითხოვს… არის გამოცდილება, გარკვეული გეგმებიც არის შემუშავებული და ვფიქრობ, რომ კუხო-ს წევრი ქვეყნები მზად იქნებიან მათთვის ზურგის გასამაგრებლად“, – ციტირებს სიდოროვს armenpress-ი.