საქართველოს სკოლის სომხური განყოფილების ხელმძღვანელი სომხეთის განათლების სამინისტროს მედლით დაჯილდოვდა
15 თებერვალს საქართველოს ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ეწვია მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას, სკოლის სომხური განყოფილების უფროსის ვანიკ აროსიანის სრ განათლების, მეცნიერების, კულტურის სამინისტროს მედლით დააჯილდოვებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და პედაგოგიკის სფეროში 45 წლიანი მოღვაწეობისათვის. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს radar.am-ი.
ღონისძიება წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა მაჭარაშვილმა გახსნა. მოკლე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი აშოტ სმბატიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა პედაგოგის მაღალ მისიას ახალგაზრდების აღზრდასა და მომზადებაში და მათ ადამიანებად და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. მედლების დაჯილდოების შემდეგ მისასალმებელი სიტყვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემაც წარმოთქვა.