საერთაშორისო

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა – Bloomberg

მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა, – ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს Bloomberg-ზე დაყრდნობით.

ბანკს არ განუმარტავს უშუალოდ რომელი სასამართლო დავის კომპენსირებაზე გადაიხადა $210 მილიონი, აგრეთვე არ არის ცნობილი ზუსტი პერიოდი, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები.

2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მილიარდერის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითურ სქემას უკავშირდებოდა, რის შესახებაც ბერმუდაში დავა არაერთი წელი გრძელდებოდა.

Bloomberg-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse Life-მა, შესაბამისად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება. შესაბამისად, ბანკი ამ კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს.

პარალელურად, სასამართლო დავა გრძელდება სინგაპურშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button