პოლიტიკა

თურქეთი დაკარგავს ექსპანსიონისტურ, აგრესიულ ხასიათს, გაიზრდება აშშ-ის გავლენა თურქეთზე  – საფრასტიანი

ლოგიკიდან გამომდინარე  მიწისძვრის შემდეგ თურქეთის საგარეო პოლიტიკა გარკვეულწილად დაკარგავს ექსპანსიონისტურ აგრესიულ ხასიათს. ასეთი  აზრი NEWS.am-ის გადაცემაში „ძალის ფაქტორი“- აკადემიკოსმა, თურქოლოგმა რუბენ საფრასტიანმა  გამოთქვა.

მისი თქმით, თურქეთს მოუწევს შიდა პრობლემებზე ფოკუსირება. „თურქეთი ბუნებით საშუალო სახელმწიფოა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში, ერდოღანის ამბიციებიდან გამომდინარე, თურქეთმა ისეთი პოლიტიკა გაატარა, თითქოს ცდილობდა თავის ტავს გადახტომოდა.ყოველივე ეს ფუჭად ხარჯავს ქვეყნის რესურსებს. თურქეთის რესურსები იხარჯებოდა უცხოეთში სხვადასხვა სახის ავანტიურებზე აგრესიული მოქმედებების განსახორციელებლად. თურქეთი ახლა გარკვეულწილად უარს იტყვის ამ პოლიტიკაზე. მეორეც, მაქვს ვარაუდი, რომ თურქეთი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა რესურსების ხარჯზე ვერ ახორციელებს, ყველანაირად უნდა ეცადოს კაპიტალური ინვესტიციების მიღებას უცხოეთიდან. ძირითადად, ინვესტიციები იქნება აშშ-დან და ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის გავლენა თურქეთზე გაიზრდება, თურქეთი უფრო პროგნოზირებადი გახდება აშშ-სთვის“, – განაცხადა საფრასტიანმა.

მისი პრეზენტაციის მიხედვით, ერდოღანით უკმაყოფილო ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას შემდეგი პოზიცია აქვს. ისინი თურქეთს ჰუმანიტარულ საკითხებში დაეხმარებიან, მაგრამ ერდოღანს მოუწევს თავისი პოლიტიკის გადახედვა, მაგალითად როგორიცაა  რუსეთთან ფლირტი და ა.შ.  „ვფიქრობ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო თავშეკავებული და უფრო მართვადი აშშ-ს მიერ, რათა შესძლოს   თავისი პრინციპული მიზნების შენარჩუნება“, – შეაჯამა თავისი სიტყვები თურქოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button