საზოგადოება

სომხეთისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ამა წლის 16-17 თებერვალს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „მარადიული ღირებულებები და მუდმივად ცვალებადი სამყარო“ მონაწილეობა მიიღეს სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა აშოტ საღიანმა, სრ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში პრეზიდენტის მოადგილემ ვარდან საჰაკიანმა. იგი ეძღვნებოდა კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა იდეების მატარებლებს შორის, მარადიული, მუდმივი ღირებულებების შენარჩუნებას თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში პოლიტიკის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. https://news.am/arm/news/746061.html? სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აშოტ საღიანმა სიტყვით გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, სომხურ-ქართულ სამეცნიერო და კულტურულ კავშირებს. „მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ქვეყნების მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს, სამეცნიერო დაწესებულებებსა და მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ამიერიდან განვითარდება და გაძლიერდება“, – განაცხადა სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა.

აშოტ საღიანი და ვარდან საჰაკიანი შეხვდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს და ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო აკადემიისა და საუნივერსიტეტო სისტემის ურთიერთთანამშრომლობის ქართულ გამოცდილებას. მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button