გამოქვეყნდა 2022 წელს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნების სია
გასული წლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ფასების ზრდით რუსეთი 52-ე ადგილზეა. ინფლაცია იქ 11.9% იყო. “არმენპრესის” ცნობით, ასეთი მონაცემები საკუთარი გათვლებით გამოაქვეყნა ,,რია ნოვოსტიმ“. https://armenpress.am/arm/news/1104743.html? ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ზიმბაბვეში (243,8%), ვენესუელაში (234%) და ლიბანში (122%). ამ სიაში მეოთხე ადგილს იკავებს არგენტინა (94,8%), ხოლო მეხუთე ადგილს სუდანი (87,3%). მეექვსე ადგილზეა თურქეთი 64,3%-ით, მეშვიდეზე შრი-ლანკა 59,2%-ით. ათეულში ასევე მოხვდნენ სურინამი (54,6%), განა (54,1%) და ჰაიტი (48,3%). პირველ 50 პოზიციაზე ევროპის 17 ქვეყანაა. მათგან 11 ევროკავშირის წევრია.
ინფლაციის ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნება მოლდოვაში (30.2%), უკრაინაში (26.6%), უნგრეთში (24.5%), ლიტვაში (21.7%) და ლატვიაში (20.8%). რუსეთის მეზობელ ქვეყნებს შორის ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა ყაზახეთში (20.3%), ყირგიზეთში (14.7%) და აზერბაიჯანში (13.9%). ინფლაცია ბელორუსიასა და უზბეკეთში ასევე უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში, შესაბამისად 12,8% და 12,3%. ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა ჩინეთში – მხოლოდ 1,8%, ასევე ომანში – 1,98%.
მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც 2022 წელს დეფლაცია დაფიქსირდა, სამხრეთ სუდანია. აქ ფასები 11,6%-ით შემცირდა. კვლევა „რია ნოვოსტიმ“ გაეროს წევრი 193 ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. საბოლოო სიაში შედის 156 ქვეყანა, რომლებმაც 2022 წელი თებერვლის შუა რიცხვებში გამოაქვეყნეს ინფორმაცია. ისინი წარმოადგენენ მსოფლიოს შვიდ რეგიონს: აზიას, საჰარის სამხრეთით აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპას, ოკეანიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას.