კულტურა

თბილისის სომხური თეატრი გაიხსნება ავლაბრული კოლორიტით „ხანუმა“

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი შენობა უკვე აშენდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა „რადიოლურს“ განუცხადა, რომ გრიბოედოვის სახელობის თეატრში დროებით მომუშავე პერსონალი საკუთარ სახლში დაბრუნდა. ისინი აღფრთოვანებულები არიან, ემზადებიან მორიგი პრემიერისთვის, რომელიც თეატრის ახალი შენობის გახსნის დღეს შედგება.

„შენობის მშენებლობა დასრულებულია, მოსაგვარებელი რჩება განათების საკითხი. ახლა ყველა რეპეტიცია ჩვენს შენობაში მიმდინარეობს, მაგრამ დიდი ალბათობით გაზაფხულზე გავუღებთ მაყურებელს კარს“.

ადრე გადაწყდა, რომ თეატრი სუნდუკიანის „პეპოთი“ გაიხსნებოდა, რომლის რეჟისორი ვაჰე შაჰვერდიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ უკანასკნელის ნაადრევმა გარდაცვალებამ გეგმები შეცვალა, ქართველი დრამატურგის ცაგარელის ცნობილი „ხანუმა“ აირჩიეს, რომელსაც არმენ ბაიანდურიანი ქართული თეატრის ლეგენდარულ რეჟისორთან, რობერტ სტურუასთან ერთად უხელმძღვანელებს. თბილისური ფერებითა და თბილისური სტილით შეზავებული „ხანუმა“ წარმოადგენს სომხურ გარემოს.

„თეატრისთვის ეს დიდი გამარჯვებაა, რადგან ჩვენთან მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი იმუშავებს. ეს დიდი დღესასწაულია თეატრისთვის.”

ბაიანდურიანის თქმით, სომხური თეატრის მაყურებელს წელს ახალ შენობაში საინტერესო დღეები ელით, თუმცა მანამდე გასტროლები გრძელდება. სომხეთში გასტროლების შემდეგ ისინი უახლოეს მომავალში აპირებენ ინდოეთში გამგზავრებას თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

“მაყურებელი უნდა გვყავდეს, ჩვენი რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჯავახეთში ნინოწმინდას და სამცხე-ჯავახეთს თეატრი არ უყვარს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თეატრს შეეთვისონ”.

არმენ ბაიანდურიანის თქმით, სომხეთის ფარგლებს გარეთ მოქმედმა ერთადერთმა სახელმწიფო თეატრმა, სადაც პეტროს ადამიანი, სირანუში, ვაჰრამ ფაფაზიანი, ჰოვჰანნნეს აბელიანი და მრავალი სხვა გამოჩენილი მსახიობი თამაშობდნენ, უნდა დაიბრუნოს ძველი სასცენო პოპულარობა.

„სანამ საქართველოში სომხები ცხოვრობენ,  ცხოვრობს თეატრის მოყვარული ხალხი, თეატრი არასოდეს დაიხურება”.

საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის,  ქართველი მეცენატის ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრულად რეკონსტრირებული სომხური თეატრი უახლოეს თვეებში მაყურებლის წინაშე ოფიციალურად გააღებს კარებს.

ნახეთ მეტი
Back to top button