საზოგადოება

სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, აზერბაიჯანმა უნდა გახსნას ლაჩინის დერეფანი

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დააფიქსირა, რომ ლაჩინის დერეფანი დაკეტილია 2022 წლის 12 დეკემბრიდან,- ამის შესახებ აღნიშნა  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ნიკოლ ფაშინიანმა სასამართლოს გადაწყვეტილება უწოდა  “უაღრესად მნიშვნელოვანი” და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პასუხისმგებლობა ლაჩინის დერეფნის დახურვაზე დაფიქსირდა, არსებითად არ მიაჩნია სერიოზულად ის ფაქტი, რომ დერეფანი ეკოაქტივისტებმა დაკეტეს. პრემიერის თქმით, აზერბაიჯანმა თვალსაჩინო ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ლაჩინის დერეფნის გასახსნელად. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ბაქო ამჯერად შეეცდება გვერდი აუაროს ამ გადწყვეტილებას,  საკითხი შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განიხილონ.

იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებით, გაეროს სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების უწყვეტი ორმხრივი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანისთვის სავალდებულო იურიდიულ ძალას ქმნის. ასეთია სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეაქცია გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე.

„გაეროს სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის თანახმად, ლაჩინის დერეფანი არ უნდა იყოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ და აზერბაიჯანი იმავე დოკუმენტით ვალდებულია უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება,  მოქალაქეების, მანქანებს და ტვირთის ლაჩინის დერეფნის გავლით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთამდე და სომხეთიდან მთიან ყარაბაღამდე, ხოლო ლაჩინის დერეფანი უნდა მოქმედებდეს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების კონტროლის ქვეშ.

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადასთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკამ გასული წლის დეკემბერში სასწრაფოდ მიმართა საერთაშორისო სასამართლოს საქმის „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ ფარგლებში დროებითი ზომების გამოყენების მოთხოვნით. რომელიც განიხილება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში, რომელიც სასამართლოს სთხოვს დაავალდებულოს აზერბაიჯანს, შეწყვიტოს ლაჩინის დერეფნის დახურვა.არალეგალური ბლოკადა. 4 იანვარს აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ სარკისებური პრეტენზია წარადგინა, რაც ლაჩინის დერეფნის გავლით ნაღმების სავარაუდო ტრანსპორტირებას ეხებოდა.

გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, რ.ს. წარმომადგენელმა საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში იღიშე კირაკოსიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს საერთაშორისო სასამართლოს ყურადღების გადატანას  სხვა საკითხზე.

„ვფიქრობთ, რომ მან სამართლიანად და ერთხმად უარყო აზერბაიჯანის მოთხოვნა, რომელიც ნაღმების დაგებას უკავშირდებოდა. აზერბაიჯანი ცდილობდა წარმოედგინა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კონტექსტში, რაც მეორედ ჩაიშალა. ამჯერადაც უარი მიიღო“.

სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლებრივად სავალდებულოა და ქმნის ვალდებულებებს აზერბაიჯანისთვის. იღიშე კირაკოსიანი ამ გარემოებას საკვანძოდ მიიჩნევს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანმა თვალსაჩინო ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ლაჩინის დერეფნის გასახსნელად.

ნახეთ მეტი
Back to top button