პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს – ომბუდსმენის კონსილიუმს დასკვნა მზად აქვს

,,მთავარი არხი” წერს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მორიგი დასკვნა მზად აქვს. კონსილიუმის წევრი მედიკოსები ახალ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის კიდევ უფრო დამძიმებულ მდგომარეობასთან ერთად მისი ჯანმრთელობის მოსალოდნელ გართულებებზე და შესაძლო ფატალურ შედეგზე წერენ.

დოკუმენტში გაჩნდა ახალი ჩანაწერიც “კახექსია”, რასაც თავად “ვივამედის” კლინიკის ექიმებიც ადასტურებენ.

“ამ დასკვნაში ჩვენ უფრო მეტად, რა თქმა უნდა აღვწერთ რა მდგომარეობაც არის, მოსალოდნელ გართულებებზე იქნება უფრო მეტი ლაპარაკი, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, საკმაოდ დამძიმებულია მდგომარეობა, კიდევ უფრო, კიდევ უფრო მოკლებულია წონაში, განლეულია მთლიანად კუნთების მასა, დაიწყო უკვე ძვლების განლევა, ე.წ. სარკოპენია, რომელიც მანამდე არ აღენიშნებოდა”, – ამბობს გიორგი გრიგოლია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button