პოლიტიკა

„ქვეყანა ცარიელდება, ესკალაცია ახლოვდება  –  მხარი დაუჭირეთ სომეხ ხალხს“:  ევროპარლამენტის წევრი

სომხეთში ფაქტების დამდგენი მისიით ჩასული ევროპელი დეპუტატები კოლეგებს ინფორმაციას გადასცემენ და ადასტურებენ, რომ ლაჩინის დერეფანი დღესაც უკანონოდ დაკეტილია.

ევროპარლამენტის დეპუტატები სილვი გიომი და ფრანსუა ალფონსი სომხეთში 21-24 თებერვალს იმყოფებოდნენ.

ევროპის საბჭოს დეპუტატმა ფრანსუა ალფონსიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საუკუნის შემდეგ აზერბაიჯანი და თურქეთი ეთნიკური წმენდისთვის ემზადებიან. „მთიანი ყარაბაღისთვის მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნი გადაკეტილია,  გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო  ქვეყანა ცარიელდება, ესკალაცია  ახლოვდება, მხარი დაუჭირეთ სომეხ ხალხს“.

ნახეთ მეტი
Back to top button