მთავარიპოლიტიკა

„ლაჩინის დერეფანი მთლიანად  უნდა იყოს ღია კერძო და კომერციული მოძრაობისთვის“: აშშ-ს საელჩო სომხეთში

სომხეთში აშშ-ის საელჩომ უპასუხა „ლურერ“-ის კითხვას  და  საკუთარი პოზიცია წარმოადგინა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგადი პოზიცია, რომ ლაჩინის დერეფანი სრულად უნდა იყოს ღია კერძო და კომერციული მიმოსვლისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა პირდაპირ განაცხადა 18 თებერვალს მიუნხენში პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დროს“, – უპასუხეს შეკითხვას საელჩოში.

ნახეთ მეტი
Back to top button