პოლიტიკა

სომხეთმა მეზობლებისა და მოკავშირეების მიმართ დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გაატაროს –  ექსპერტი

ერთი მხრივ, ირანი აცხადებს, რომ რეგიონში ყველა რეგიონალური პრობლემა უნდა გადაწყდეს გარე ძალების ჩარევის გარეშე, მაგრამ, მეორე მხრივ, ირანი გარკვეულწილად შეურიგდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია უკვე განლაგებულია.   ამის შესახებ როგორც «Verelq.am» წერს, ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საერთაშორისო ჰუმანიტარული განვითარების“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებზე: წლის შედეგები და შესაძლო ტენდენციები“   განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სომხეთმა ძალიან დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გაატაროს მეზობლებისა და მოკავშირეების მიმართ.

„დიახ, ევროკავშირის დამკვირვებლები არიან გერმანელი, პოლონელი და ფრანგი ჟანდარმები, ეს არის ინსტრუმენტი, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ დღევანდელი გლობალური კონფლიქტის ფონზე, როცა ენერგეტიკის საკითხები დომინირებს, ბაქოს გავლენა  კიდევ უფრო გაიზარდა “ – თქვა  მელიქიანმა.

მისი თქმით, ბრიუსელში მრავალი შეხვედრიდან და დისკუსიიდან მისთვის ცხადი გახდა, რომ ბრიუსელში ეს მისია არ განიხილება როგორც შემცვლელი მექანიზმი, არამედ განიხილება დამატებით მექანიზმად, რაც მნიშვნელოვანია ამ დაპირისპირების ფონზე.

„რა თქმა უნდა, რუსეთში ამას სხვაგვარად აღიქვამდნენ და ცხადია, რომ მეტოქეობის ფონზე ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას განმარტებული, მაგრამ სწორი დიპლომატიის შემთხვევაში ეს შეიძლება გამოსწორდეს.  ერევანი უნდა დარწმუნდეს, რომ ამ დამატებითმა მექანიზმმა მის ბუნებრივ მოკავშირეს პრობლემები არ შეუქმნას“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის თქმით, თბილისი ასევე ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო გამოვიდა მედიაციის ინიციატივებით, მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ არის უკვე ჩამოყალიბებული პლატფორმები, დღის წესრიგი.   ამიტომ ჩნდება კითხვა – გვინდა თუ არა წავიდეთ ამ  ინიციატივის კვალდაკვალ?

„და კიდევ ერთი რამ:  უცნაურია, რომ შუამავლის როლის შესრულებას ცდილობთ, მაგრამ ბოლო 75 დღის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც ბაქომ გადაკეტა ლაჩინის დერეფანი, თქვენ ამის შესახებ არაფერი არ გითქვამთ, არ გაგიკრიტიკებიათ და საერთოდ  არანაირად არ შეხებიხათ  ამ საკითხს“, – განაცხადა ჯონი მელიქიანმა.

თურქეთთან დაკავშირებით, მელიქიანმა გაიხსენა, რომ სომხეთმა მხარი დაუჭირა ანკარას დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მაგრამ ცხადია, სანამ სომხურ-აზერბაიჯანული დარეგულირება რეალობად არ იქცევა, მისი შედეგი ბაქოს არ დააკმაყოფილებს, ამ დარეგულირებაზე უნდა დავივიწყოთ.

„თუმცა წელს გარკვეული დადებითი მოლოდინები გვაქვს“, – დაასკვნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button