მთავარიპოლიტიკა

სომხურ-ამერიკულ დიალოგს სტრატეგიული ხასიათი აქვს  –  პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს ელჩს

სომხეთის  პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა 27 თებერვალს სომხეთში აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩი კრისტინა ქუინი მიიღო. სომხეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიულოცა, ნდობა გამოთქვა, რომ სომხურ-ამერიკული ურთიერთობები მისი მისიის განხორციელების განმავლობაში გაგრძელდება და განვითარდება.

სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სომხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საკვანძო ადგილს იკავებს და სომხურ-ამერიკული დიალოგი სტრატეგიულ ხასიათს ატარებს.

ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებში, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას და განმტკიცებას.

მხარეებმა ისაუბრეს სომხეთსა და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული აგრესიის შედეგად არსებულ ვითარებაზე და გამოხატეს შეშფოთება არცახის სომხების რეგიონში მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. ალენ სიმონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აზერბაიჯანი ვალდებულია უზრუნველყოს ტრანსპორტისა და ხალხის შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სასამართლოს  გადაწყვეტილების არსრულებაში.

შეხვედრაზე გაცვალეს აზრები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აზერბაიჯანზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე, მათ შორის შესაძლო სანქციების გამოყენებაზე. სრ პარლამენტის თავმჯდომარემ, სიტყვის დასასრულს, აღნიშნა, რომ სომხეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია მეზობლების მიმართ, აიღო დემოკრატიის გზა და აგრძელებს მშვიდობის მიღწევის დღის წესრიგს.

ნახეთ მეტი
Back to top button