საზოგადოება

სუმგაითი, არცახის მოძრაობის “ჩუმი სამრეკლო” და აზერბაიჯანის პროპაგანდისტული ბლეფები

35 წლის წინ, 1988 წელს 27-29 თებერვალს, აზერბაიჯანის ხელისუფლების წაქეზებით და კრიმინალური უმოქმედობის შედეგად, ქალაქ სუმგაიტში მოხდა სომეხთა  მასობრივი დარბევა, რომელმაც ასობით სომეხი შეიწირა, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები, ათასობით კი იძულებით გადაადგილებული აღმოჩნდა.  სუმგაითში სომხების ხოცვა-ჟლეტის 35 წლისთავთან დაკავშირებით,სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა.

ექსპერტები თვლიან, რომ სომხეთმა უნდა აიღოს ინიციატივა, რათა  სუმგაითის დანაშაულს პოლიტიკური შეფასება მიეცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი, მუდმივად ყალბი მასალების გავრცლებით, ცდილობს სამყაროს ყველაფერი მრუდე სარკეში წარუდგინოს. 1992 წელს ხოჯალუში 26-28 თებერვლის მოვლენების კომერციულ ბრენდად გადაქცევით აზერბაიჯანი ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ორი მოვლენის გათანაბრებას. იმავდროულად, თვით აზერბაიჯანელებმაც კი გამოავლინეს, რომ ხოჯალუს და რეალურად აღდამის დანაშაულები, რომლებსაც ამ ქვეყნის ხელისუფლება აჟღერებს, აშკარად სახელმწიფო დონეზე იყო დაგეგმილი, ისევე როგორც სუმგაითისა და ბაქოს დანაშაულები, იმ განსხვავებით, რომ  ორ ბოლო შემთხვევაში დანაშაულის სამიზნე სომხები იყვნენ, როგორც პროსომხური სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელება.

1988 წლის თებერვალში საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სუმგაითში ორგანიზებული სომხების გენოციდისა და იძულებითი გადაადგილების  პოლიტიკა გაგრძელდა ბაქოში, განძაკში. „აზერბაიჯანის სსრ-დან ლტოლვილთა სომხური ასამბლეის“ კოორდინატორის, მარიამ ავაგიანის თქმით, სუმგაითი დღემდე „ჩუმი სამრეკლოა“.

  „ის, რომ სომხებს შეიძლება  წინ ახალ-ახალი სუმგაითები დახვდნენ, ამიტომაც სომხები გონს უნდა მოვიდნენ. ხოლო გონზე მოსასვლელად, მზად უნდა იყვნენ მის წინ აღსადგომად“.  

არაფერი შეცვლილა როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკაში, ისინი ყველანაირად ფარავდნენ სომხების განადგურების პოლიტიკას, სამაგიეროდ, მოგონილი ფაქტებით  ავრცელებდნენ  ხოჯალის 1992 წლის ხოჯალუ აზერბაიჯანისთვის კომერციულ ბრენდად იქცა.

დღესაც ასეა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროპაგანდისტული ბლეფებით აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას სუმგაითის დანაშაულის დაგმობის საკითხიდან.

აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანა ამ დღეებში აგრძელებს ფალსიფიკაციურ აღლუმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და გაჰყვირის  ე.წ ხოჯალის, რეალურად კი აღდამის მოვლენებზე. მარიამ ავაგიანის თქმით, იმავდროულად, სომხურ მხარეს არაფერი გაუკეთებია იმის დასამტკიცებლად, რომ სუმგაითი  1915 წლის გენოციდის გაგრძელება იყო. „აზერბაიჯანის სსრ ლტოლვილთა სომხური კონგრესის“ კოორდინატორის თქმით, სუმგაითის დანაშაული დღესაც აქტუალურია. მარიამ ავაგიანი იხსენებს, რომ 2020წ.  ომის დროს რუსეთის პრეზიდენტმა სამჯერ ახსენა სუმგაითის მოვლენები, მაგრამ არა იმიტომ, რომ უთანაგრძნობდა, არამედ იმიტომ, რომ სომხური საკითხი ალიევისა და ერდოღანისათვის ძვირად მიეყიდა.

  „თუ რუსეთის ფედერაციისთვის აქტუალურია, რომ მისი პრეზიდენტი ომის ცხელ დღეებში სამჯერ ახსენებს სუმგაითს, უკავშირებს მას 1915 წელს, ანუ პირდაპირ კავშირს ხედავს. მაშინ  ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ“? -ამბობს  მარიამ ავაგიანი.

სუმგაითში სომხების ხოცვა-ჟლეტის 35 წლისთავთან დაკავშირებით, სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა ხალხთა ცივილიზებული ბრძოლის სასტიკად ჩახშობის მიზნით.

  „ეროვნული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილ ამ მასობრივ დანაშაულს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციების მიღებითაც. თუმცა, დანაშაულის ნამდვილმა ორგანიზატორებმა და ჩამდენებმა არათუ არ აიღეს პასუხისმგებლობა, არამედ დაუსჯელობითა და გულმოდგინებით წახალისებულებმა აღმართეს სომხური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ახალი ტალღა, განახორციელეს  სომხების ახალი ხოცვა ბაქოში, კიროვაბადში და სხვა აზერბაიჯანის სომხებით დასახლებული რაიონები. ამ სისხლიანი მოვლენების შედეგად ასობით ათასი სომეხი იძულებული გახდა სწრაფად დაეტოვებინა სახლები, დაეტოვებინა თავისი ქონება და  ამ წლების განმავლობაში მათ არასოდეს არ ჰქონიათ საშუალება ესარგებლათ დარღვეული უფლებებით“.

„აზერბაიჯანის სსრ-დან ლტოლვილთა სომხური კონგრესის“ კოორდინატორი მარიამ ავაგიანი თვლის, რომ განცხადებები ძირითადად პოლიტიკური უნდა იყოს, რადგან სსრ ცენტრალურმა კომიტეტმა ოდესღაც ისინი გენოციდად განსაზღვრა და ეს შეფასება მართებულია.

  „ამაზე ხმა უნდა ავიმაღლოთ,  ყოველდღე ვისაუბროთ და ვიმუშაოთ, შევქმნათ და ვმართოთ პროპაგანდისტული მანქანები. თუ გვინდა ვიცხოვროთ და ვიარსებოთ  ჩვენი სამშობლოს ფრაგმენტზე, სხვა გზა არ გვაქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ხოჯალუში დახოცეს მუსლიმი ქართველები, თურქ-მესხები და ამის შესახებ თავად აიაზ მუტალიბოვმა ისაუბრა, ზოგიერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც იმაღლებენ ხმას.  ამაზე საუბარი უნდა იყოს, მაგრამ ველი ცარიელი დავტოვეთ, ილჰამს მივეცით ყველა შესაძლებლობა და უპირატესობა, რომ სომხების წინააღმდეგ ცრუ ნარატივები წარუდგინოს  მსოფლიოს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ“.

ნახეთ მეტი
Back to top button