საერთაშორისო

ყაზახეთმა დახურა სავაჭრო წარმომადგენლობა რუსეთში

ყაზახეთმა რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლობა დახურა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში „ყაზახეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს ზოგიერთ საკითხზე“, იუწყება ადგილობრივი სპეციალიზებული ვებგვერდი „ირავაბანი“.

„ლიკვიდირებული იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში “, – ნათქვამია დოკუმენტში. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. ვაჭრობისა და ინტეგრაციის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ადრე განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის ოპტიმიზაციის პროცესის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედების მაღალი დონის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლობის გაუქმების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button