პოლიტიკა

აშშ-ის ელჩმა სომხეთში აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და უნიკალური კულტურისადმი

ერევანში ჩასვლის პირველ დღეებშივე ელჩი ქუინი ეწვია  „გაფესჭეანის ხელოვნების ცენტრს“, სადაც გაეცნო სომხური და თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ელჩმა გამოხატა აღტაცება სომხეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობისა და უნიკალური კულტურის მიმართ. მან ქებით მოიხსენია  სომხეთში მცხოვრები სომხების და დიასპორის სომხების თანამშრომლობა როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის კუთხით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ელჩმა ქუინმა ჩანაწერი გააკეთა „ტვიტერის“ თავის გვერდზე:

„როგორც კალიფორნიის მკვიდრმა, მე ვიცი ღრმა კავშირები აქ მცხოვრებ სომხებსა და შეერთებულ შტატებში სომხურ დიასპორას შორის. „გაფესჭეანის  კულტურის ცენტრი“ მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ აჩვენონ სომხური კულტურა მსოფლიოს და მსოფლიო კულტურა შემოიტანონ სომხეთში. მადლობა „გაფესჭეანის ხელოვნების ცენტრს“ ლამაზი ტურისთვის. ძალიან მომეწონა სომხური და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შთამბეჭდავი კოლექცია“, – წერს ქუინი.

ნახეთ მეტი
Back to top button