პოლიტიკა

აზერბაიჯანმა პატივი უნდა სცეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანმა პატივი უნდა სცეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ 28 თებერვალს პარლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა. ამის შესახებ წერს «News.am»-ი.

მინისტრმა გაიმეორა ლაჩინის დერეფნის გავლით შეუფერხებელი მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობა, გაეროს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად.

“გადაწყვეტილება სავალდებულოა აზერბაიჯანისთვის და მას პატივი უნდა სცენ”, – აღნიშნა მინისტრმა და შეახსენა, რომ საფრანგეთი მონაწილეობს ევროკავშირის მისიაში, რომელიც ეხება უსაფრთხოების საკითხებს და ორ ქვეყანას შორის კონტაქტებს. კატრინ კოლონამ ხაზი გაუსვა ICRC-ის საქმიანობას ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით.

„დერეფნის განბლოკვა, დიალოგი ბაქოსა და ერევანს შორის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ სასარგებლო ჩვენს ევროკავშირსა და აშშ-ს პარტნიორებთან ერთად. აზერბაიჯანმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო კანონს და აღადგინოს თავისუფალი გადაადგილება, როგორც ამას საერთაშორისო სასამართლო ითხოვს“, – განაცხადა მინისტრმა.

 „ლაჩინის დერეფნის განბლოკვა უპირველესი საკითხია. თავისუფალი მოძრაობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა აღდგეს. ეს აზერბაიჯანის ვალდებულებაა,სამართალი  დაცული უნდა იქნას “, – დაწერა მან  მოგვიანებით  Twitter-ზე.

ნახეთ მეტი
Back to top button