საზოგადოება

ამ დროისთვის სომხეთს  173 სამხედრო  ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე გადმოეცა

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რა  ტყვეების,  მძევლების და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აუცილებლობას, სომხეთის პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს კომისიას  დაავალა  შეიმუშაოს  კანონპროექტის კონცეფცია ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ. სომხეთის  შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების საჭიროებების შეფასება.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი ა. აბაზიანი აგრძელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრებს.

44-დღიანი ომისა და ომისშემდგომი მოვლენების შედეგად სომხეთის რესპუბლიკას გადაეცა  422 დაღუპული სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, მათგან 225 დაიღუპა 2022 წლის სექტემბრის მოვლენების დროს. 2022 წელს  სექტემბრის მოვლენების შედეგად დაღუპული 2 სომეხი სამხედროს ცხედრის გადმოცემისათვის  სამუშაოები გრძელდება.

გარდა ამისა, 2022 წლის 13-14 სექტემბერს ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან  ტყვედ ცაიგდეს 1 ოფიცერი და 1 წვევამდელი.

ამ დროისთვის ტყვეობიდან 173 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეა დაბრუნებული.

ნახეთ მეტი
Back to top button