საზოგადოება

სომეხი მეცნიერები ქმნიან წამალს, რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედებს

სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰრაჩია ბუნიათიანის ბიოქიმიის ინსტიტუტის ბიოინჟინერიის და ბიოსამედიცინო კვლევითი ლაბორატორიები ბელორუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის “მოლეკულური ფოტონიკისა და ფოტოქიმიის” ცენტრთან თანამშრომლობით აწარმოებენ კვლევას ისეთი ახალი წამლის შესაქმნელად, რომელიც გაანადგურებს მხოლოდ კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გარეშე. https://med.news.am/arm/news/33800/hay-gitnakannery „ცნობილია, რომ კიბოს უჯრედებში ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) რეცეპტორების რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ ანტენის პრინციპით, 100-300-ჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ უჯრედებში. ამ გარემოების გამოყენებით, ჩვენს მიერ ფოლიუმის მჟავასთან ერთად  კომპლექსურად გამოყენებული იქნა  თუთიის მეტალის შემცველი პორფირინები (ფოტომგრძნობიარე ბუნებაში არსებული ნაერთები).

შედეგად მიღებული კომპლექსები მიზანმიმართულად უკავშირდებიან კიბოს უჯრედების მხოლოდ ფოლიუმის მჟავის რეცეპტორებს და კიბოს უჯრედებში შეღწევისას ანადგურებენ მხოლოდ კიბოს უჯრედებს ლაზერით განათების შემდეგ. ამ კომპლექსებს შორის ჩვენ შევარჩიეთ კომპოზიტი მასალების ყველაზე მაღალი თანაფარდობით: [FT + Zn-TBut4PyP], რომელშიც თანაფარდობა აღწევს 20/1.

კომპოზიტების თვისებები შესწავლილი იქნა კიბოსთვის დამახასიათებელ სხვადასხვა pH და NaCl კონცენტრაციის  პირობებში. ასეთი კომპოზიტების ხელმისაწვდომობა შესაძლებელს ხდის მათ გამოყენებას სიმსივნეების მიზნობრივი ფოტოდინამიკური თერაპიის დროს. პორფირინები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ბაქტერიების, სოკოების, საფუარების და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰრაჩია ბუნიათიანის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ბიოინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა გრიგორ გულხანდანიანმა.

კვლევა ტარდება პროექტის „ფოლიუმის მჟავისა და კათიონურ პორფირინებზე დაფუძნებული ახალი ვექტორული კომპოზიტები  სიმსივნეების ფოტოდინამიკური თერაპიისთვის“ ფარგლებში, სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

„კვლევას აქვს როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მნიშვნელობა. ამ კვლევებზე დაყრდნობით, გაგრძელდება სხვა მსგავსი ნაერთების (სხვა ვიტამინების, ცილების, ჰიალურონის მჟავის), ნანონაწილაკების (ვერცხლის, ოქროს) და პორფირინების კომპოზიტების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მაღალი დაცვა და აქტივობა კიბოს უჯრედების მიმართ. კვლევა 2023 წელს გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ ყველაზე აქტიურ ნაერთს (წამალს) გამოიყენებენ და გამოიკვლევენ მსხვილ ცხოველებზე, რათა შემდგომ გამოიყენონ ადამიანის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში“, – განაცხადა გრიგორ გულხანდანიანმა.

კვლევით სამუშაოებში მონაწილეობენ სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰრაჩია ბუნიათიანის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ბიოინჟინერიის ლაბორატორიის 3 ახალგაზრდა მკვლევარი, აგრეთვე ბიოსამედიცინო კვლევითი ლაბორატორიის მკვლევარები. გარდა ამისა, ამჟამად ამ თემაზე მუშაობენ და 2023 წელსაც კვლევას გააგრძელებს 3 სტუდენტი – ბაკალავრები და მაგისტრანტები.

კვლევის შედეგები 2022 წელს გამოქვეყნდა პრესტიჟულ ჟურნალში «Journal of Innovative Optical Health Sciences», Vol. 15(1), pp. 2142007-1 – 2142007-16, (2022):

ნახეთ მეტი
Back to top button