პოლიტიკა

ერევნის მცდელობა მოიპოვოს ბაქოსგან უსაფრთხოების გარანტიები არ არის საუკეთესო გამოსავალი  –   პოლიტოლოგი

სომხეთს სჭირდება უსაფრთხოება, მაგრამ ის ცდილობს უზრუნველყოს ის აზერბაიჯანის მიერ მიცემული  გარანტიებით, რაც ვერ არის არსებული სიტუაციიდან  საუკეთესო გამოსავალი. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა განაცხადა.

როგორც მან თქვა,  სამშვიდობო ხელშეკრულებით რაღაცის უზრუნველყოფა შეუძლებელია. აქამდე ამას არ უმუშავია, დიპლომატიური ძალისხმევა არ არის საკმარისი, სხვა საშუალებებია საჭირო.

ექსპერტმა ეჭვი გამოთქვა, რომ ასეთ სტარატეგიას  შედეგი მოჰყვეს, რადგანაც  შეუძლებელია ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც ზეწოლას გამორიცხავს.  ბაქო ახორციელებს ზეწოლას სომხეთზე არა იმიტომ, რომ არსებობს ან არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება, არამედ იმიტომ, რომ მან ვერ მიაღწია ყველა იმ მიზანს, რომლის მიღწევასაც ცდილობდა 2020 წლის ომში.

„აზერბაიჯანმა მოიგო ომი, მაგრამ მიზნები ბოლომდე მიღწეული არ არის. ამიტომ, ბაქო ომს სხვა საშუალებებით აგრძელებს, ზოგჯერ იგივე საშუალებებითაც“, – განაცხადა მან.

ისკანდარიანი არ არის დარწმუნებული, რომ შესაძლებელია ისეთი ფორმულირებების მოფიქრება, რომლითაც სომხეთი მიიღებს უსაფრთხოებას, მაგრამ ამავე დროს, არცახის პრობლემა იმ სახით გააგრძელებს არსებობას, ან შესაძლებელია  გადავა გადაწყვეტის ეტაპისკენ.

რაც ახლა ხდება, ეს არის  ულტიმატუმები, პირობები, რომელსაც ბაქო აყენებს და იწყებს მუქარას სროლით, გზის გადაკეტვით, გაზით და ა.შ.

„დღეის მდგომარეობით, სომხეთს არ აქვს ბევრი შესაძლებლობა ამ ულტიმატუმების წინ აღსადგომად.  ვაჭრობა არის ქმედება, როდესაც რაღაცას გასცემთ და სანაცვლოდ იღებთ რაღაცას. ასეთი ვითარება იყო 2020 წლამდე და ახლა სომხეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი.

სიტყვაში „სამშვიდობო ხელშეკრულება“  ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ  სრულიად განსხვავებული ტიპის ტექსტები და შეთანხმებები.  აზერბაიჯანული მხარის მცდელობა, აიძულოს სომხეთი, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ბაქოსთვის ხელსაყრელი ვერსიით, დიდი ხანია არსებობს. „ჩვენ წარმოვაჩენთ, თუ  რას აკეთებს აზერბაიჯანი ამ კუთხით, დაწყებული ესკალაციით, დამთავრებული სიტყვიერი ზეწოლებით, მათ შორის საუბრობს სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ  აზერბაიჯანულ ანკლავებზე, განაცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი არ არსებობს და ა.შ.“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

როგორც იკანდარიანმა თქვა,  აზერბაიჯანელებს სურვილების მთელი თაიგული აქვთ. მათ სურთ შეთანხმების ისეთი ტექსტი, რომლითაც ცხადი გახდება, რომ, პირველ რიგში, სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მეორეც, მთიანი ყარაბაღის პრობლემა აღიარებული იქნება  აზერბაიჯანის შიდა პრობლემად. აზერბაიჯანისთვის ეს არის სამშვიდობოების გაყვანისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„აზერბაიჯანს სჭირდება მთიანი ყარაბაღი, სომხეთს – უსაფრთხოება. აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ არ იყოს გაუთავებელი ესკალაციები და ზეწოლა. აშკარაა, რომ ერევანს აქვს იდეები, რომ შესაძლებელია ასეთი ხელშეკრულების გაფორმება, რა შემთხვევაშიც ეს უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ანუ დოკუმენტში რაღაც პირობა იქნება ნახსენები, რის შედეგადაც მოვა ეს უსაფრთხოება. იქ თურქეთთან გზებისა და საზღვრების გახსნაც  შეიძლება იყოს ჩართული“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button