მთავარიპოლიტიკა

სრ პრემიერ-მინისტრმა გფრ-ის პრეზიდენტთან სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები განიხილა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ქალბატონი ანა ჰაკობიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვივნენ, სადაც შეხვდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და მის მეუღლეს ელკე ბუდენბენდერს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და ქალბატონმა ჰაკობიანმა ჩანაწერი გააკეთეს საპატიო სტუმრების წიგნში, შემდეგ სრ-ის პრემიერ-მინისტრს პირადი საუბარი ჰქონდა გფრ-ის პრეზიდენტთან, ქალბატონს ჰაკობიანს კი ელკე ბუდენბენდერთან.

სრ პრემიერ-მინისტრისა და გფრ-ს პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

ნიკოლ ფაშინიანმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სომხეთ-გერმანიის თანამშრომლობის არაერთი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების აქტიურ თანამშრომლობას.

გფრ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ორმხრივი კავშირების განმტკიცებაში და ხაზი გაუსვა სომხეთში დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართული რეფორმების მნიშვნელობას.

ნიკოლ ფაშინიანმა ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობის შესახებ დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ დემოკრატიას სრ მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებს.

ქალბატონმა ანა ჰაკობიანმა და ელკე ბუდენბენდერმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მეთაურების ქალბატონების აქტიურ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით.

გფრ პრეზიდენტის ქალბატონმა ყურადღება გაამახვილა დუალური განათლების სფეროს განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ გეგმებზე და დეტალურად წარმოადგინა გერმანიაში განხორციელებული ნაბიჯები.

პრემიერის მეუღლემ აღნიშნა, რომ ფონდი “ჩემი ნაბიჯი” პროგრამებს ახორციელებს დუალური განათლების მიმართულებითაც.

ხაზი გაესვა ქალთა მნიშვნელოვან როლს მშვიდობის დამყარებასა და განმტკიცებაში. ამ კონტექსტში ქალბატონმა ჰაკობიანმა ელკე ბუდენბენდერი მიიწვია ერევანში მიმდინარე წელს გამართულ საერთაშორისო სამიტზე თემაზე „ქალების როლი დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button