საერთაშორისო

6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად სირიაში 7200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თურქეთში 45000

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის მონაცემებით, 6 თებერვალს მიწისძვრამ სირიაში 7200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 2100-ზე მეტი ბავშვის.

როგორც «Araratnews.am» წერს, თურქეთში ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 45 000-ს აჭარბებს. თურქეთის ბუნებრივი კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში ყოველ 3 წუთში ერთხელ ახალი ბიძგები ფიქსირდება,  უკვე დაფიქსირდა 11 000-ზე მეტი ბიძგი.

სტამბოლის ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა, რომ აპირებენ ქალაქის მილიონნახევარი მაცხოვრებლის გადასახლებას სეისმიკურად უფრო  მდგრად რაიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button