მთავარისაზოგადოება

აზერბაიჯანული მხარე ცრუ ფაქტებს წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ პოლიციის მანქანით იარაღის ტრანსპორტირება ხდებოდა

არცახის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ცნობით, აზერბაიჯანული მხარე ცრუ ფაქტებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ვითომ და პოლიციის მანქანით იარაღის ტრანსპორტირება ხდებოდა სომხეთიდან არცახში. თუმცა რეალურად არათუ იარაღი არ გადაჰქონდათ, არამედ პოლიციელები მორიგეობის განსახორციელებლად სტეფანაკერტიდან მიდიოდნენ გზაზე არსებულ განყოფილებაში.

გუშინ დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის მიერ “ხაიპალუ” სახელწოდებით ადგილზე პოლიციის საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტის მორიგეობის მანქანაზე განხორციელებული სროლის შედეგად დაიღუპა 3 პოლიციელი, ერთი კი დაშავდა.

აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი ჩაუსაფრდა გზის პირას ტყიან ადგილას  და მანქანას იქიდან დაესხა თავს.

თანდართულ ფოტოებზე ასახულია შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ცარიელი მანქანა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციელებისა და მიმდებარე პოზიციებზე თავდაცვის ჯარისკაცების თავდაცვითი და შემაკავებელი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანულ მხარესაც ჰყავს მსხვერპლი და დაჭრილები, რომლებიც უკუაგდეს საწყის პოზიციებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button