მთავარიპოლიტიკა

რატომ სომხეთი? მცირე სომხური ფაქტორი დიდ ინდურ თამაშში

3-4 მარტს, სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა   არარატ მირზოიანმა ნიუ დელიში მონაწილეობა მიიღო კონფრენციაში “რაისინა დიალოგი”. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, როგორც გამომსვლელი, ის მონაწილეობდა პანელ დისკუსიაში და შეხვედრები გამართა  სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან.

სომხეთ-ინდოეთის ურთიერთობები 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ გააქტიურდა. 2021 წელს ოქტომბერში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიამ ჯაიშანკარი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოვიდა. ეს იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი სომხეთში. შემდეგ, 2022 წელს 25-28 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა.  ამის შემდეგ, 4-5 ივლისს, ერევანში გაიმართა სომხურ-ინდოეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-8 სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლური მიმართულების მდივანმა სანჯაი ვერმამ. მოგვიანებით ინდოეთს თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანიც ეწვია. საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ინდოეთში იმყოფებოდა სრ ვიცე პრეზიდენტი ჰაკობ არშაკიანიც. აქტიური ორმხრივი ვიზიტების შედეგად გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ერევანმა და დელიმ დაიწყეს სამხედრო სფეროში კონკრეტული და გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის გზების  ძიება.

თანამედროვე ინდოეთი აღარ არის ის, როგორც  სომეხი აუდიტორია იყო მიჩვეული – რაჯ კაპურის ინდოეთი 1950-60-იან წლებში,  ან თუ გნებავთ  სხვა ინდურ ფილმებში ვხედავდით.  „ინდოეთი გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლივუდი, სპილოები, ჩაი და იოგა“, – თქვა ერთხელ ინდოეთის ელჩმა სომხეთში  კიშან დჰან დევალმა და დაუმატა, რომ მისი ქვეყანა დღეს მსოფლიოში სიდიდით მე-6 ეკონომიკაა,  2,6 ტრილიონი დოლარი მშპ-ითი. ამის შესახებ ელჩმა სომხეთ-ინდოეთის ურთიერთობების გააქტიურების კონტექსტში ისაუბრა.

როგორც ექსპერტები, ასევე ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ სომხურ-ინდოეთის ურთიერთობებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და უაღრესად პერსპექტიულია ორივე ქვეყნისთვის. სომეხი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ ინდოეთს, ხაზს უსვამენ, რომ სომხურ-ინდოეთის ურთიერთობებს განახლების საჭიროება გააჩნიათ. ისინი დიდად აფასებენ იმ ფაქტს, რომ ერევანი წარმოშობილ ახალ მსოფლიო წესრიგში თვალს ინდოეთისკენ აბჯენს,   იყურება იმ ინდოეთისკენ, რომელიც თავისი დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალით სერიოზულ განაცხადს აკეთებს და აშენებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

არარატ კოსტანიანი, ინდური „Yousanas Foundation“ ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი, შენიშნავს, რომ ირანი და სომხეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდოეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეგმებში დასავლეთთან მისასვლელად. მისი თქმით, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან უსაფრთხოების საკითხებს ინდოეთისთვისაც არსებითი მნიშვნელობა აქვს.

„ეს  ინდოეთსაც აწუხებს, რადგან აქ არის ტერორიზმის პრობლემა, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ პაკისტანისადმი  ღიად მხარდაჭერა. ეს არის ინდოეთის საგარეო პოლიტიკისა და მისი გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ რეგიონში. მით უმეტეს, რომ ინდოეთმა შემოგთავაზა თავისი გეგმა ეკონომიკურ რეგიონში შესვლის შესახებ. ასე რომ, ინდოეთი ამ რეგიონში სომხეთს მიიჩნევს თავის საიმედო მეგობარ-პარტნიორად“.

თანამედროვე სომხურ-ინდოეთის ურთიერთობა განსაკუთრებით 44-დღიანი ომის შემდეგ გააქტიურდა. ორი ქვეყნის დღის წესრიგში შესამჩნევი  იყო სამხედრო თანამშრომლობის საკითხი. სომხეთისა და ინდოეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე უკვე გამოცხადდა, რომ მხარეები მიდრეკილნი არიან თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ.

„ამ მომენტში ის, რაც სომხეთსა და ინდოეთს შორის ხდება, საკმაოდ პერსპექტიული, საკმაოდ პოზიტიურია. ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გვესმოდეს: რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკისთვის იარაღის ნომერ პირველი მიმწოდებელი, ამჟამად გამორიცხულია იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო პროდუქციის ექსპორტს მსოფლიო ბაზრიდან“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ვან ჰამბარძუმიანი.

ექსპერტის თქმით, ამის მიზეზი უკრაინის ომი და დასავლეთის სანქციებია. ამიტომ სომხეთი ვალდებულია ალტერნატივა მოძებნოს. ვაჰან ჰამბარძუმიანის თქმით, ინდოეთი ამ მხრივ ყველაზე შესაფერისია რამდენიმე თვალსაზრისით:  ერთი მხრივ,  ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც ამ საკითხში პრობლემები არ აქვთ და ასევე დაინტერესებულია სომხეთის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით.

„მან, ვინც იარაღს მოგვაწვდის, შეუძლია გაიფუჭოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან, მოკლედ, ძალიან რთული პრობლემებია. ამ ყველაფრის შემხედვარე ინდოეთი მომხრეა სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის. ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან პერსპექტიულია“.

აშკარაა, რომ ინდოეთის როლი და პრესტიჟი წარმოშობილ „ახალ მსოფლიო წესრიგში“ იზრდება. აღმოსავლეთმცოდნე არარატ კოსტანიანის აზრით, ეს ქვეყანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმავე „ახალ მსოფლიო წესრიგში“. ექსპერტი აღნიშნავს, რომ G20-ის თავმჯდომარეობის მიღების  შემდეგ ინდოეთმა სომხეთთან მოლაპარაკება-კონფერენციაც კი გამართა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ურთიერთობები ვითარდება და უკვე გადაზრდილია საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტთან შესაბამისობაში ურთიერთობების დონეზე, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია.

კოსტანიანის აზრით ეს არ არის დამთხვევა, ექსპერტი  არ გამორიცხავს, ​​რომ სომხეთისა და სომეხი ხალხის აღზევება კვლავ ინდოეთს დაუკავშირდეს, როგორც ეს წინა ეპოქის გამოცდილებამ აჩვენა, მაშინ როდესაც აღმოსავლეთის ამ  ქვეყანაში სომხური სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის ახალი იდეები დაიბადა, როცა  XVI-XVII  სს. სომხები ჩავიდნენ ინდოეთში და იქედან  ახალი იდეებით დაბრუნდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button