პოლიტიკა

სომხეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები

  ნიუ-დელიში მყოფი სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 4 მარტს კონფერენციის „რაისინა დიალოგის“ ფარგლებში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

თანამოსაუბრეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და ინდოეთს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების დინამიკით და ამ კუთხით ხაზგასმით აღნიშნეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები და რეგულარული კონტაქტები სხვადასხვა პლატფორმებზე.

სომხეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები რიგი დარგობრივი მიმართულებებით: სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ბიზნეს კავშირების გააქტიურება, მაღალი ტექნოლოგიების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარება.

ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში.

განიხილეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. არარატ მირზოიანმა კოლეგას გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში ბოლო განვითარებული მოვლენები.

საუბარი შეეხო აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს. ამ კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიმართ გადაუდებელი ზომების გამოყენების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილების განსახორციელებლად შესაძლო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button