პოლიტიკა

დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის უფლებიდან არ გადავუხვევთ  –  არცახის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვია

6 მარტს, არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ ჰარუთიუნიანმა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული ასამბლეის პოლიტიკური ძალების და რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები.

სხდომის დაწყებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 5 მარტს აზერბაიჯანული დივერსიის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელების ხსოვნას, შემდეგ პრეზიდენტმა ჰარუთიუნიანმა გააკეთა განცხადება.

ქვეყნის მეთაურის თქმით, ვითარების ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვის მიზნით,არცახის  მხარე 24 თებერვალს, არცახში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ჯარების სარდლობის შუამავლობითა და თანდასწრებით შეხვდა აზერბაიჯანულ მხარეს. შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება მეორე შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მარტს გაიმართა უშიშროების საბჭოს მდივნის სამველ შაჰრამანიანის ხელმძღვანელობით. შეხვედრების დღის წესრიგში ოთხი საკითხი იყო: ლაჩინის დერეფნის განბლოკვა, სომხეთიდან არცახში შემავალი ელექტრომომარაგების აღდგენა, ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდება და კაშენის შახტის ხელახალი ექსპლუატაცია.

„მეორე შეხვედრაზე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ცდილობდა პოლიტიკური თემების განხილვას სიტყვა ინტეგრაციის გამოყენებით, მაგრამ ბატონმა შაჰრამანიანმა ხელი შეუშალა და თქვა, რომ თუ გადავლენ პოლიტიკური საკითხების განხილვაზე,  ეს იქნება  აზერბაიჯანის მიერ არცახის დამოუკიდებლობის აღიარების თემა. გარდა ამისა დასძინა, რომ ისინი არ არიან უფლებამოსილი განიხილონ პოლიტიკური საკითხები და ვერ განიხილავენ ამ შეხვედრაზე“, – თქვა  ა. ჰარუთიუნიანმა.

ქვეყნის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი არხებით გადმოგვცა, რომ ან მიიღებთ ინტეგრაციის პოლიტიკას, ან არსებული პრობლემების გადაწყვეტა არ იქნება, პირიქით, იქნება უფრო მკაცრი და მკვეთრი ნაბიჯებიო.

„ჩვენ არ მივიღეთ, არ ვეთანხმებით და დღეს კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის მხოლოდ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, არამედ ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს, რომ ჩვენ არ გადავუხვევთ დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის უფლებას.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება განსხვავებული განვითარება, სიტუაციები, რასაც  უნდა წინ აღვუდგეთ.  ჩვენ ვირჩევთ ან გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ან თუ საზოგადოებაში არის ისეთი განწყობები, რომ მივიღოთ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი წინადადება, მაშინ მათ ექნებათ საშუალება გააჟღერონ თავიანთი სამოქალაქო უფლებების ფარგლებში და თქვან, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არასწორია, შევეცადოთ ჩამოვაყალიბოთ ეს განწყობა, ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ახალი ხელისუფლება. მაგრამ რადგან ბრძოლის გზა ავირჩიეთ, გთხოვთ, უპირველეს ყოვლისა, პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას და არ მოახდინოთ რეაგირება არც ერთ მსგავს ფენომენზე და არ მისცეთ რაიმე  შიდაპოლიტიკური ქვეტექსტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

5 მარტს აზერბაიჯანის დივერსიული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელების მკვლელობის ტრაგიკულ შემთხვევაზე, რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, მსგავსი პროვოკაციები არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში.

„ის, რომ დიდხანს გვიწევს ბრძოლა და ამ ბრძოლის ფარგლებში იქნება ასეთი სიტუაციები, უნდა გავაცნობიეროთ და პრევენციული ზომები მივიღოთ. მე განვიხილე ჩვენი პრობლემები სახელმწიფო მინისტრთან და დღეს მინდა დავავალო მთავრობას, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიმუშაოს პროგრამა სასურსათო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ყველა სცენარი უნდა გამოვთვალოთ“, – განაცხადა არაკ ჰარუთიუნიანმა.

თავდაცვის მინისტრმა კამო ვარდანიანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპერატიული ვითარების შესახებ მოხსენება გააკეთა. შემდეგ გაიმართა აზრთა გაცვლა და დღის წესრიგის მიხედვით მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება.

ნახეთ მეტი
Back to top button