მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი არცახში პოლიციაზე აზერბაიჯანული თავდასხმის დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა პიტერ სტანომ აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფის მიერ არცახში პოლიციელებზე თავდასხმაზე ისაუბრა.

„ევროკავშირი წუხს იმ  ძალადობის გამო, რომელიც გუშინ ყარაბაღის საკონტაქტო ხაზზე მოხდა და  რასაც სულ მცირე ხუთი მსხვერპლი მოჰყვა. ამ ფატალური შემთხვევის გარემოებები საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობას და საფრთხეში აგდებს სამშვიდობო პროცესს“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ოფისის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button