პოლიტიკა

პარიზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელებმა  პოლიციის მანქანა მიზანში ამოიღეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გუშინ არცახში მომხდარ სისხლიან მოვლენებს და ნათლად მიუთითა, რომ აზერბაიჯანელებმა  პოლიციის მანქანა მიზანში ამოიღეს. ამის შესახებ იუწყება Azatutyun.am

 „ვწუხვართ 5 მარტს მომხდარი მძიმე ინციდენტის მსხვერპლისთვის, რომლის დროსაც აზერბაიჯანული ძალების სამიზნე იყო არცახელი პოლიციელების ავტომანქანა ლაჩინის დერეფნის მახლობლად რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში“, – ნათქვამია პარიზის ოფიციალურ განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს ნათელი მოეფინოს. პარიზი ასევე მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის მკაცრი დაცვისკენ.

გუშინ დილით არცახში სამი ოფიცერი დაიღუპა და ერთი ოფიცერი დაშავდა არცახში პოლიციის მანქანაზე აზერბაიჯანელების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. სომხური მხარის საპასუხო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

ნახეთ მეტი
Back to top button