თავისუფლების მუდმივი დარღვევა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე მთიან ყარაბაღში, მათ შორის ჯანმრთელობის, განათლებისა და კვების უფლებებზე. როგორც “Armenpress.am” იუწყება, ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
„ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ყველას, ვინც პასუხისმგებელია, უზრუნველყონ დერეფნის გავლით გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად და პატივი სცენ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 2023 წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებას. ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, გააგრძელონ დიალოგი, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. ჩვენ მოუთმენლად ველით სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით“, – ნათქვამია განცხადებაში.