მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა 5 მარტს ლაჩინის დერეფანში მომხდარ ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული დივერსიის შესახებ ისაუბრა და მას ტერორისტული აქტი უწოდა. https://www.radar.am/hy/news/politics-2556625276/? ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ დივერსიის შედეგად დაღუპული პოლიციელები ყარაბაღიდან იყვნენ, ფაშინიანმა გაიხსენა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენში აღიარა, რომ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათ მთიანი ყარაბაღის სომხების წარმომადგენლებთან უნდა განიხილონ უფლებების და უსაფრთხოების საკითხი. „თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დისკუსიების გამართვას აპირებენ მთიან ყარაბაღში დაბადებულ და მცხოვრებ ადამიანებთან. 1 მარტს, მთიან ყარაბაღში, რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბ-ბინაში, გაიმართა მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რის შემდეგაც 4 დღის შემდეგ აზერბაიჯანმა ზემოაღნიშნული პროვოკაცია მოახდინა, რომელსაც სხვაგვარად, ვიდრე ტერორისტული აქტი ძნელია უწოდო“.

ნახეთ მეტი
Back to top button