საზოგადოება

10-12 მარტს ერევანში გაიმართება დიჯიტექის კონფერენცია. მას 800-ზე მეტი მონაწილე ეყოლება

10-12 მარტს, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში გაიმართება კონფერენცია „დიჯიტექ 2022“ და ამავე სახელწოდების ტექნოლოგიური გამოფენა, რომელიც ყველაზე მასშტაბურად ითვლება რეგიონში. https://tech.news.am/arm/news/924/marti კონფერენციაში მონაწილეობა დაადასტურეს სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სრ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა, სრ-ში აშშ-ს ელჩმა კრისტინა კვიენმა, სრ-ში ევროკავშირის ელჩმა  ანდრეა ვიქტორინმა, კომპანია Flagship Pioneering-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კომპანია Moderna-ს თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნუბარ აფეიანმა. კონფერენციაზე Nine Blocks Capital Management-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჰენრი არსლანიანმა, კომპანია Activeloop-ის დამფუძნებელმა დავით ბუნიათიანმა, კომპანია Acrobator Ventures-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა ჯოაკიმ ლაკიორმა და სხვებმა. სულ მონაწილეობს 30-მდე მომხსენებელი 9 ქვეყნიდან.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონფერენციაზე 800-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა და ამ დროისთვის ადგილების შეზღუდული რაოდენობაა დარჩენილი.

„კონფერენციის დღის წესრიგი და დამტკიცებული სპიკერების სია ახლა საბოლოოა და ჩვენ ველოდებით ღონისძიების ჩატარებას“, – აღნიშნა კონფერენცია ,,დიჯითექ“-ის პრეზიდენტმა და კომპანია ,,სენსიან“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფი ქასარჯიანმა. – ჩვენი მიზანია მოვაწყოთ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია ამბიციური ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენს წინაშე დასახულ ამოცანას წარმატებით შევასრულებთ“.

გარდა ძირითადი კონფერენციის პროგრამისა, ასევე არის დამატებითი სესიები Full Network Pass -ის მქონე ვიზიტორებისთვის. ,,დიჯითექ“-მა გამოაცხადა ,დიჯითექ“-ის ვენჩურული კაპიტალის -ის სწრაფი შეხვედრების რაუნდის შესახებ, რომელიც გაიმართება 11 მარტის დილით. სტარტაპის დამფუძნებლებს და აღმასრულებელ დირექტორებს Full Network Pass-ის ბილეთებით ექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ 15 წუთიან ,,pitch სესიებზე“ ღონისძიებაში მონაწილე 5 ვენჩურული კაპიტალისტიდან ერთ-ერთთან.

შემდეგ „დიჯიტექ 2022“-ის კონფერენციის ფარგლებში გაიმართება „გრანატუს ვენჩურსის“ „იმფექთ თექ“ საინვესტიციო ფორუმი. ეს არის უნიკალური შეხვედრა სოციალური, ჯანდაცვისა და ეკოლოგიური ზემოქმედების მქონე სტარტაპებისთვის, ინვესტორებისთვის და ტექნოლოგიური ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეებისთვის. ფორუმის მიზანია გამოიკვლიოს, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს გადაჭრას მდგრადი განვითარების ყველაზე რთული პრობლემები გლობალური მასშტაბით. ფორუმი გაიმართება 11 მარტს, 14:30 საათზე, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დიჯიტექის კონფერენცია წელს შედგება პანელური დისკუსიებისაგან და გამორჩეული იქნება როგორც წამყვანი მეწარმეების, მენეჯერებისა და მკვლევარების, ასევე აკადემიური წრეების მონაწილეობითა და ხარისხიანი გამოცდილების გაცვლით. ღონისძიების შესახებ დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს: www.digitec.am.

ნახეთ მეტი
Back to top button