პოლიტიკა

ბაქო გააძლიერებს ზეწოლას არცახის ეთნიკური წმენდის, სომხეთისაგან  დათმობების მოპოვების მიზნით  –   რუბენ საფრასტიანი

5 მარტს ბაქომ მორიგ პროვოკაციას  მიმართა: დივერსანტებმა ცეცხლი გაუხსნეს არცახის  შსს-ს თანამშრომლების მანქანას, დაიღუპა სამი პოლიციელი, ერთი დაშავდა, ის საავადმყოფოშია. მანამდე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით დაკავებული არცახის მოქალაქის მიმართულებით გასროლა მოხდა, საბედნიეროდ, ამ საქმეს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რატომმიმართავს  აზერბაიჯანი   აგრესიულ ქმედებას? ამ თემაზე Factor TV აკადემიკოს და აღმოსავლეთმცოდნე რუბენ საფრასტიანს ესაუბრა.

საფრასტიანის თქმით, აზერბაიჯანმა, მისი გათვლებით, თანდათან უნდა გააძლიეროს ზეწოლა არცახზე, უნდა ეცადოს სომხეთისგან დათმობების მოპოვებას და უნდა მიაღწიოს იმ დონეს, რომ შეძლოს არცახში ეთნიკური წმენდა, გენოციდი. ეს არის აზერბაიჯანის მიზანი, ჰქონდეს არცახი არცახელების გარეშე და აიძულოს სომხეთი შეურიგდეს ამ ფაქტს.

საექსპერტო წრეების მიერ გაჟღერებულ თვალსაზრისზე, რომ სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგში საჭიროა საერთაშორისო სტრუქტურები და საერთაშორისო შუამავლები, საფრასტიანმა განაცხადა, რომ შუამავლობა აუცილებელია იმისათვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად წარიმართოს და არა იმისთვის, რომ  აზერბაიჯანმა  გამოიყენოს მაქსიმალისტური მიდგომები.  საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აზერბაიჯანზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რათა ბაქო მოლაპარაკებებში დათანხმდეს შუამავლის მონაწილეობაზე.

  „ზეწოლა აზერბაიჯანზე ძლიერდება. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნები, ასევე ცალკეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები. „ვფიქრობ, სომხეთის დიპლომატიამ მოახერხა, რომ არცახის საკითხი როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური საერთაშორისო წრეების ყურადღების საგანი გახადოს“, – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე.

საფრასტიანის აზრით,  დასავლეთის გაგებით სამხრეთ კავკასია უნდა გახდეს მშვიდობიანი თანამშრომლობის რეგიონი და თუ ჩვენი დიპლომატია აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი არის ამის მთავარი დაბრკოლება, შესაძლებელია ზერბაიჯანის მიმართ  გამოყენებული  იქნას ზეწოლა.

ნახეთ მეტი
Back to top button