ეკონომიკა

უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში უნდა გაირკვეს, რა ტექნოლოგიით და რა ზომის ბირთვული ბლოკი უნდა აშენდეს სომხეთში – მინისტრის მოადგილე

2021 წელს მიღებული ენერგეტიკული სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადა კიდევ 10 წლით უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში უკვე ჩატარდა კვლევები, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. „წინასწარი შეფასებული იყო, რომ ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარი იქნებოდა. ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს, რადგან სამუშაოების დროს, როცა ხდება დეტალური შესწავლა, მაშინ უფრო ნათელი ხდება, რა მოცულობის სამუშაოებთან გვაქვს საქმე. ამ წუთებში ვართ მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უკვე უნდა გვქონდეს მკაფიო გეგმა ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების პერიოდის გაორმაგებისთვის. იმ მომენტში ფინანსთა სამინისტრო აფასებს თავის რესურსებს, კონტაქტებს ამყარებს პოტენციურ დონორებთან, ვისგან რა პირობებში და რა თანხის მოზიდვა შეუძლია. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოთხოვნას, რამდენი რესურსი გვჭირდება და ფინანსთა სამინისტრო წყვეტს პრობლემას“, – განაცხადა ვარდანიანმა.

მისი თქმით, ამ სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ შეასრულებს, რადგან სომხეთის ატომური ელექტროსადგური რუსული დიზაინის ატომური ელექტროსადგურია.

რაც შეეხება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, მინისტრის მოადგილემ განაცხადა. „სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაზე მუშაობა 2026 წლამდე უნდა დავასრულოთ, რათა ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში იმუშაოს. მიღებული სტრატეგიით გვაქვს გადაწყვეტილება ახალ ბირთვულ ბლოკთან დაკავშირებითაც. ანუ ამჟამინდელი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდი რომ დასრულდება, ახალი ატომური ბლოკი უნდა შევიყვანოთ ექსპლუატაციაში, რაც ნიშნავს, რომ 2036 წელს უკვე უნდა იყოს ახალი ატომური ელექტროსადგური. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ატომური ბლოკის მშენებლობას ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 8-10 წელი სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულებათაშორისი სამუშაოები უახლოეს 3-4 წელიწადში უნდა დავასრულოთ. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ყველა პოტენციურ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს ატომური ტექნოლოგიები, რათა დავინახოთ, რა ტექნოლოგიით და რა ზომის ბლოკი უნდა დამონტაჟდეს სომხეთში“, – აღნიშნა მისნიტრის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button