საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებში შეხვდებით წიგნებს, რომლებიც აზებაიჯანის 3 ათასწლოვან ისტორიაზე მოგვითხრობენ – კარტოგრაფი

დემარკაციის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა აზერბაიჯანი დატოვებს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას. ამის შესახებ როგორც news.am -ი წერს, კარტოგრაფმა რუბენ გალიჩიანმა კონფერენციაზე სლოგანით: „მომავალი – სომხური“ განაცხადა.
„როცა კარტოგრაფიაზე ვწერდი, ვწერდი თუ როგორ გააყალბა აზერბაიჯანმა ისტორია. სომეხი ისტორიკოსები ამბობდნენ: დროს კარგავთ, მსოფლიოში ყველამ იცის, რომ აზერბაიჯანის ნათქვამი სიცრუეაო. როცა სომხეთში ზიხარ, შეიძლება ასე მოგეჩვენოს, მაგრამ როცა საზღვარგარეთ მიდიხარ და ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანის 3 ათასი წლის ისტორიის ყალბ წიგნებს ხედავ უკვე გრძნობ, რომ აზერბაიჯანის იმდენს გააყალბებს, რომ საბოლოოდ ხალხისთვის რეალობად იქცევა“, – განაცხადა რუბენ გალიჩიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ისტორიას და გეოგრაფიას ფულით ყიდულობს და ყოველთვის ასე იქნება. „სანამ ამ დოკუმენტებს უცხოურ თანამგზავრულ ტელევიზიებზე არ ვაჩვენებთ, ვერავის ვერაფრით ვერ დავარწმუნებთ. თანამგზავრების შემთხვევაში კი სახელმწიფოს გარეშე საკითხი ვერ მოგვარდება“.
გალიჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე განლაგებულმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა არ იციან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემები. „არ იციან საიდან იყრის სათავეს ეს პრობლემები, მოდიან და აკვირდებიან ხაზს, ნახონ არის თუ არა გასროლა და საიდან მოდის?
დემარკაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კარტოგრაფმა განაცხადა: „1991 წლის რუქები არსებობს. როდესაც კუხო-მ თქვა, რომ არ იციან რომელი საზღვრებიდან და ვისგან გახდნენ დამოუკიდებლები, თუ ასეა, მაშინ სსრკ-ს არც ერთი ქვეყანა არ არსებულა. დემარკაციის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი დატოვებს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას“.