მთავარიპოლიტიკა

შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამერიკის ელჩი

ელჩმა ქვინმა შეხვედრები გამართა ვაიოც ძორის მაზრის გუბერნატორ არარატ გრიგორიანთან და სიუნიქის გუბერნატორთან რობერტ ღუკასიანთან, ამ რეგიონებში ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდი იუწყება. https://news.am/arm/news/749199.html? ელჩმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა განუწყვეტლივ მხარი დაუჭიროს სომხეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

სომხეთში აშშ-ის ახლადდანიშნულმა ელჩმა კრისტინა ქვინმა რეგიონებში ვიზიტების შთაბეჭდილებები გააზიარა. მან პოსტი Twitter-ის თავის მიკრობლოგზე დაწერა.

„სიუნიქსა და ვაიოც ძორში მოგზაურობისას მე მქონდა საშუალება  დავმტკბარიყავი სომხეთის ბუნებრივი სილამაზითა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, დამეგემოვნებინა უგემრიელესი რეგიონალური კერძები და შევხვედროდი სომხეთის ნიჭიერ ხელოსნებს. მოუთმენლად ველოდები მეტს“, – წერს ელჩი.

ნახეთ მეტი
Back to top button