ჩიხში მოქცეულ მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგანი აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეები არიან – BBC -ის რუსული სერვისის სტატია

ბაქოს ციხეში რჩება ათობით სომეხი სამხედრო ტყვე, რომლებსაც აზერბაიჯანი „ტერორისტებს“ უწოდებს და არ ჩქარობს მათ სომხეთისთვის გადაცემას. BBC-ის რუსული სერვისი (bbc.com/russian/news-64886810) აზერბაიჯანში მყოფ სომეხ სამხედრო ტყვეებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისინი ჩიხში მოქცეულ მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგნად იქცნენ.
“სომეხი ტყვეები აზერბაიჯანში: ტერორისტები, მძევლები თუ ვაჭრობის საგანი?” ასე ჰქვია სტატიას. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 13 სომეხ სამხედრო ტყვეს, მათ ადანაშაულებენ „ტერორიზმში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში, საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ასევე „შეიარაღებული ორგანიზაციების შექმნაში“.
BBC-ის რუსული სერვისი ხაზს უსვამს, რომ სომეხი ჯარისკაცები ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ალყაში მოაქციეს და დააკავეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ მაშინ გაურკვეველი იყო, ვისი კონტროლის ქვეშ იყო სოფელი ჰინ თაღერი (ჰინთაღლარი) და დეტალურად წარმოაჩენს სომეხი ჯარისკაცების დატყვევების გარემოებებს.
სტატიის ავტორი ასევე ესაუბრა აზერბაიჯანში მსჯავრდებული ერთ-ერთი პატიმრის მანუკ მარტოიანის ოჯახის წევრებს, სომხეთის ყოფილ უფლებადამცველს არმან თათოიანს და ადვოკატს და სამხედრო ტყვეთა ინტერესების დამცველს სირანუშ საჰაკიანს.
ბაქო ირწმუნება, რომ აზერბაიჯანში 33 სომეხი სამხედრო ტყვეა დაკავებული, თუმცა არმან ტატოიანის თქმით, ეს რიცხვი რეალობას არ შეესაბამება. თავის მხრივ, სირანუშ საჰაკიანმა აღნიშნა, რომ 33 სამხედრო ტყვეს გარდა, აზერბაიჯანში შესაძლოა კიდევ 80 ტყვე იყოს.
BBC აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი უფლებადამცველების თქმით, სამხედროების სასამართლო პროცესები სამართლებრივი ნორმების დარღვევით წარიმართა.
„საქმეები ნაჩქარევად, საქმეში ჩაღრმავების გარეშე მიმდინარეობდა. ყველას არ ესმოდა, რომ ხვალ ეს ხალხი გახდება გაცვლისა და ვაჭრობის ობიექტი სომხურ მხარესთან, ამერიკულ მხარესთან ან თუნდაც სირიასთან, რადგან იქ სირიის ორი მოქალაქეა“, – ამბობს აზერბაიჯანელი უფლებადამცველი არიფ იუნუსი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანს ტყვეები „სხვადასხვა პოლიტიკური ჟესტისთვის“ სჭირდება, მაგალითად, როდესაც რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთს 15 ტყვე გადასცა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვის პრობლემის წინაშე დგას. სომხებს ეშინიათ მათი უსაფრთხოების გამო, რადგანაც აზერბაიჯანის ხელისუფლება მხარს უჭერს სომხურ სიძულვილს ქვეყანაში.