კულტურა

სომხური ყურძნის ახალი პასპორტი – სომეხი მეცნიერის კვლევა ჟურნალ Science-ში

2019 წელს სომხეთი შეუერთდა ყურძნის ევოლუციისა და მოშინაურების შემსწავლელ უდიდეს პროექტს.  უზარმაზარი მონაცემთა ბაზის ანალიზმა მიიყვანა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფი რამდენიმე „რევოლუციურ“ დასკვნამდე, სრულყოფილი გახადა  ჩვენი ცოდნა ყურძნის გენომის, ევოლუციის, მიგრაციის გზებისა და მოშინაურების შესახებ. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა ცნობილ ამერიკულ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „Science“. კვლევის გასაჯაროებას შეუერთდა 6000-მდე ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან.

ქრისტინე მარგარიანი, მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მცენარეთა გენომიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს:

„როგორც ჩვენ, ადამიანებს გვაქვს ჩვენი პასპორტები, თითოეულს ჩვენი კონკრეტული ნომრით, ასევე ჩვენი  ყურძნის 300 მეტ  ჯიშს, რომელიც ინახება ეჩმიაწინის კოლექციაში, ყველას აქვს პასპორტი.

გენეტიკოსი ქრისტინე მარგარიანი უკვე 10 წელზე მეტია ანაცვლებს ადამიანის გენეტიკას ყურძნის გენეტიკით. თავდაპირველად, ნულოვანი ცოდნა, ნულოვანი გამოცდილება. ცნობილ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Science-ში დღეს გამოქვეყნებული სტატია ასახავს დღემდე ცნობილ სამეცნიერო ფაქტებს.

„გერმანიაში ჩემმა პროფესორმა გამაცნო თავისი ჩინელი კოლეგა, რომელმაც გადაწყვიტა დაეწყო გლობალური პროექტი ყურძნის მოშინაურებისა და ევოლუციის გაგების მიზნით, რადგან ყველა იმ სამეცნიერო პროექტის  რომელიც აქამდე იყო განხორციელებული რჩებოდა ღია კითხვები. ამიტომაც ჩვენ მივხვდით, რომ საჭიროა უფრო გლობალური პროექტი, რომელიც მოიცავს რაც შეიძლება მეტ ქვეყანას და ნიმუშებს მსოფლიო დონეზე”.

ქრისტინე მარგარიანი

მსოფლიოს უდიდეს ყურძნის გენომის პროექტს შეუერთდა 23 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი 16 ქვეყნიდან. 2019 წელს პროექტს სომხეთიდან შეუერთდა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. პროექტი დაახლოებით 4 წელი გაგრძელდა. 3525 ველური და კულტივირებული ყურძნის გენომიური მონაცემების უზარმაზარი მონაცემთა ბაზის ანალიზმა „რევოლუციურ“ დასკვნებამდე მიგვიყვანა. სტატიის მონაცემები ადასტურებს, რომ ყურძნის მოშინაურება ერთდროულად ხდებოდა ორ ცენტრში, დასავლეთ აზიასა და კავკასიაში და არა 6-8 ათასი წლის წინ, არამედ ბევრად უფრო ადრე, დაახლოებით 11 ათასი წლის წინ. მიღებული გენომის მონაცემები სამეცნიერო ჯგუფს ახალ ჰორიზონტს უხსნის.

„მოპოვებული მონაცემები უარყოფს უამრავ ჰიპოთეზას, რომელიც ფართოდ გავრცელდა ბოლო წლებში. მაგალითად, ევროპული ყურძნის წარმოშობა დაკავშირებულია ქართულთან და ადგილი ჰქონდა ქართული ყურძნის მიგრაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს კვლევა უარყოფს ამ ფაქტს, რადგან აჩვენებს, რომ კავკასიიდან მიგრაცია საერთოდ არ ყოფილა. ყურძენი მოშინაურებული იყო კავკასიასა და შუა აზიაში, ხოლო მსოფლიო მიგრაცია თავად შუა აზიიდან მომხდარა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, რადგან ის ადასტურებს ჩვენი გენეტიკური რესურსების უნიკალურობას, უქმნის შესაძლებლობას არა მარტო სომხურ, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას, გააფართოვოს ცოდნა Vitis Vinifera-ს სახეობების შესახებ. ეს არის აბსოლუტურად შეუსწავლელი მრავალფეროვნება, რომელიც, ვფიქრობ, მაინც გასცემს პასუხს ბევრ კითხვაზე“.

ეს იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კვლევათაგან, სადაც მონაცემები შეგროვდა დაახლოებით ხუთი ათასი სხვადასხვა ვაზის ჯიშისა და ველური მცენარეების შესახებ. კვლევისთვის გამოყენებული იქნა ათზე მეტი ბიოინფორმატიკის ალგორითმი და ინსტრუმენტი. შეადარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვებული ყურძნის სრული გენომი და გენეტიკური კორელაციის მიხედვით დადგინდა, რომელი ეკოტიპებია ერთმანეთთან უფრო ახლოს.

ლევონ გალსტიანი

„ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ველური და კულტურული ყურძენი უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც უკვე დავაფიქსირეთ წინა წლების კვლევით სამუშაოებში. გლობალურად ის საკმაოდ იზოლირებულია გენომიურ დონეზე და ეს ძირითადად გეოგრაფიული მდებარეობითა და ტოპოგრაფიით არის განპირობებული.”

პროექტის ფარგლებში MKI-ს ბიოინფორმატიკოსთა გუნდი აანალიზებს 173 ველური ყურძნისა და კულტივირებული ჯიშის გენეტიკურ მონაცემებს. მომდევნო 4-5 წელიწადში ისინი ექსკლუზიურად გაამახვილებენ ყურადღებას სომხური ყურძნის გენომის ანალიზზე. ლევონ გალსტიანი, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. სპეციალიზირებული იყო მევენახეობა-მეღვინეობაში. წარმოგიდგენთ მის კვლევით პასუხისმგებლობის სფეროს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემა, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული გენომის კონკრეტული რეგიონები, გენები და ხელს უწყობს მორფოლოგიური მახასიათებლების ფორმირებას. ამისთვის ვიყენებთ სპეციალურ პროგრამულ პაკეტებს. პროფესიონალურ ფორმულირებას რომ თავი დავანებოთ, მაგალითად, ფოთლის მორფოლოგიიდან შეიძლება დავასკვნათ, რომელ ჯიშს ან ქვესახეობას ეკუთვნის მოცემული ყურძენი“.

უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტატისტიკისა და მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტის სტუდენტი ჰრიფსიმე გასოიანი სხვა მიმართულებით მუშაობს. ის გუნდს 2021 წელს შეუერთდა.

ჰრიფსიმე გასოიანი

„ჩვენ არამარტო ვსწავლობთ სომხურ ნიმუშებს, არამედ ვცდილობთ გავიგოთ, რით განსხვავდება სომხური და მსოფლიო ნიმუშები გენომიურ დონეზე. ამისთვის ჩვენ გამოვიყენეთ მანქანური სწავლების მრავალი მეთოდი“.

სოკოვანი დაავადებები გავლენას ახდენს ყურძნის მოსავლიანობაზე, ხარისხსა და რაოდენობაზე, რაც მეღვინეობისთვის უვარგისს ხდის. აუცილებელია ვიპოვოთ რეზისტენტობის განმსაზღვრელი გენები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ რეზისტენტული სელექციის განვითარებას. ამერიკის უნივერსიტეტის მონაცემთა მეცნიერების განყოფილების სტუდენტი ემა ჰოვჰანნისიანი  კვლევის სხვა ნაწილშია დაკავებული.

ემმა ჰოვჰანნისიანი

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ველური მცენარეები, რომლებმაც გამოავლინეს გამძლეობა სოკოვან დაავადებებზე და ახლა სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდით ვცდილობთ ვიპოვოთ ის გენები, რომლებზეც გამოხატულია წინააღმდეგობა. როდესაც აღმოვაჩენთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ შერჩევის მეთოდები, რომ მივიღოთ უკეთესი ხარისხის ყურძენი, რომელიც იქნება მდგრადი ამ დაავადებების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰერბიციდების გამოყენებას“. ბიბლიური ლეგენდის თანახმად, ეს ამბავი ნოეს თხით დაიწყო. ცხოველმა შეჭამა გარეული ყურძენი, დამთვრა და დაიწყო სხვა ცხოველებზე წაბიძგება. წარმართული ტრადიციის თანახმად, ისტორია ყურძნისგან დამზადებული მირონით დაიწყო. 66 წელს მეფე თრდატი  რომში გაემგზავრა  შესაწირავებითა და მირონით. რომაელი ისტორიკოსები წერენ, რომ იმპერატორმა ნერონმა მირონი  დალია და გაბედნიერდა.  ამ ამბის შესახებ წერდნენ ღევონდ ალიშანი, ჰეროდოტე და სტრაბონი.

ნახეთ მეტი
Back to top button